სიახლეების გამოწერა

მულტიმედია

www.tpp-rating.org - გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი

ვიდეო რგოლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეიტინგის ვებგვერდის www.tpp-rating.org პოპულარიზაცია და მისი ფუნქციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

შენი აქტიურობა ცვლილებებისთვის

ვიდეო-რგოლი მიზნად ისახავს განმარტოს აქტიური მოქალაქის მნიშვნელობა დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების პროცესში. კლიპის კიდევ ერთი მიზანია ნათელი გახადოს, თუ რატომ არის სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა აუცილებელი ცვლილებების მისაღწევად.

პარტნიორობა ღია მმართველობისთვის (OGP) - საქართველო

ვიდეო-რგოლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობა" შესახებ. მისი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მთავრობების ღიაობისა და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა. იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შექმნილია განყოფილება, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მთავრობას გაუგზავნონ საკუთარი იდეები მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად.

ელექტრონული ჩართულობა

რა არის ელ-კომუნიკაცია - იგი მიზნად ისახავს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ელექტრონული კომუნიკაციისა და ელექტრონული ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

პეტიციები თბილისის მერიას

პეტიციები თბილისის მერიას - ვიდეოს მიზანია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ონლაინ პეტიციების შესახებ, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თბილისის მთავრობას ელექტრონულად მიაწოდონ საკუთარი ინიციატივები ცალკეული პრობლემების გადასაჭრელად.

შეცვალე კანონი

ვიდეო-რგოლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმით შეუძლიათ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში.

Opendata.ge

ვიდეო-რგოლის მიზანია განმარტოს, რა არის opendata.ge და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის მიღება თუ არსებული ბაზის გამოყენება.