„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2013 წელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა, მათ შორის, საჯარო დისკუსიები, პრეზენტაციები, კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები (ვიდეო რგოლებისა და ფლაერების დამზადება და გავრცელება). აღნიშნულ ღონისძიებებზე სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა, საჯარო პოლიტიკაში სამოქალაქო ჩართულობა, „ღია მმართველობის პარტნიორობა“, სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური საკითხები, 1937-1938 წლების რეპრესიები და ა.შ.
შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი აქტივობები ამ კუთხით:
ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, ინსტიტუტმა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან (DVV International) ერთად საჯარო დისკუსიების ციკლი ჩაატარა შემდეგ საკითხებზე: „თაობა 1989“, საყოველთაო დაზღვევა, შრომის კოდექსი და სხვა.
ასევე, ორგანიზაციის ანალიტიკოსები და მკვლევარები პერიოდულად ავრცელებენ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების ძირითად მიგნებებს ბლოგების მეშვეობით: „საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი“, „ელექტრონული ჩართულობა საქართველოში“, “პატრნიორობა ღია მმართველობისთვის - საქართველო“ (ქართული და ინგლისური ვერსიებით).
ტოტალიტარული წარსულის გააზრების მიმართულებით, IDFI-იმ მოაწყო გამოფენა 1937-1938 წლების რეპრესიებიზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა. ეს დოკუმენტები IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა დასაზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ ასევე, რეპრესირებულთა საოჯახო არქივებში მოიძია. ამავე თემაზე წლის ბოლოს,სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ინსტიტუტმა გამართა სიმბოლური აქცია 1937-38 წლების რეპრესიებს მსხვერპლთაგასახსენებლად. ამასთანავე, ინსტიტუტის მკვლევარებმა ჩაატარეს რამდენიმე ლექცია მოსწავლეებისთვის „სტალინიზმის“ და მასობრივი რეპრესიების შესახებ.