დისკუსია საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 13 დეკემბერი 2012

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში  საჯარო დისკუსია გამართა.

 

შეხვედრის  დასაწყისში ორგანიზატორებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

 

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

 

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

 

• სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში;

• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook-ის პლატფორმის გამოყენება.

 

მონაწილეებმა დასვეს კითხვები IDFI-ის  მიერ განხორციელებული კვლევის ირგვლივ და ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე.  გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ასეთი ტიპის ჩართულობის პლატფორმის  შემთხვევაში გარკვეულწილად კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

 

აღინიშნა, რომ მოქალაქეებს ხშირად უჭირთ ოფიციალური გვერდების  იდენტიფიკაცია. გახსნილია არაერთი ანგარიში, ერთი და იგივე პიროვნების თუ პოლიტიკური სუბიექტის სახელით. ასევე, გარკვეული აპლიკაციების გამოყენება შეიცავს საფრთხეს, რომ მოხდება მომხმარებლის  პირადი ინფორმაციის იდენტიფიკაცია.

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაზეც დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს, საჯარო დაწესებულებებისთვის  სოციალური ქსელების მართვის   რეგულაციების არარსებობაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია  დაინერგოს ერთიანი სტანდარტი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის.

 

მეორე მხრივ, საჯარო დაწესებულება კანონმდებლობით შეზღუდულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქმის წარმოების წესით, რაც ართულებს და აჭიანურებს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას.  ბიუროკრატია  აფერხებს ინფორმაციის გაცემას. მეორე მხრივ, კანონი არ აკისრებს საჯარო დაწესებულებებს ვალდებულებას უპასუხონ  სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვებს და შედეგად  ზარალდება მოქალაქე, რომელიც ამ ფორმით ცდილობს დრო  და ფინანსები  დაზოგოს და მიიღოს გარკვეული სახის ინფორმაცია.

 

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ Facebook-ი, რომელიც  მოქალაქეების დიდი ნაწილისა და თვით ტრადიციული მედიისთვისაც ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, საკმაოდ კომფორტული პლატფორმაა საზოგადოებრივი საკითხების განსახილველად. თუმცა, აქვე საუბარი შეეხო რეგიონებში ინტერნეტიზაციის პრობლემას, რომელიც ხელს უშლის, რომ  ინფორმაცია თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აქვე აღინიშნა, რომ  ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას   მოსახლეობაში საჭირო უნარ-ჩვევების არცოდნის საკითხი.

 

მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რეკომენდაციების სახით  საჯარო დაწესებულებებს მიეწოდოს ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის საჭირო აპლიკაციების ნუსხა.

 

პროექტის ფარგლებში ინსტიტუტი კვლავ გეგმავს საჯარო დისკუსიების მოწყობას ელ – პლატფორმებისა და  ვებ-გვერდების გამოყენებასთან დაკავშირებით. დაგეგმილია შეხვედრის ორგანიზება საჯარო დაწესებულებების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთანაც.

 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024