FACEBOOK მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 12 ნოემბერი 2012

საქართველოში საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებისა და ამ მიმართულებით არსებული ტენდენციების დასადგენად 1 ივლისიდან მონიტორინგი უტარდებოდა 19 სამთავრობო დაწესებულების, 8 პოლიტიკური პარტიის, 2 საჯარო პირსა და 6 მედია საშუალების გვერდს სოციალურ ქსელ Facebook-ში. კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა სექტემბერში და იგი მოიცავდა წინასაარჩევნო პერიოდის (ივლისი-აგვისტო) მონიტორინგის შედეგებს. აღნიშნული ნაშრომი კი მოიცავს როგორც საპარლამენტო კენჭისყრამდე, ასევე, თავად კენჭისყრის დღესა და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგი პერიოდის მონიტორინგის შედეგების შეჯამებას. კონკრეტულად, კვლევაში წარმოდგენილია სოციალურ ქსელებში არსებული ვითარება 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები და ტენდენციები:

 

  • საჯარო დაწესებულებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ აღიქვამენ სოციალურ ქსელებს, როგორც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას;
  • უწყებების უმეტესობას არ აქვთ გააქტიურებული პირადი გზავნილის მიწერის ფუნქცია, ამავე დროს დახურულია ე.წ. “კედელი”. ამ ორი კომპონენტის არქონით მომხმარებელს ეზღუდება აზრის გამოხატვისა თუ  პრობლემის დაფიქსირების საშუალება;
  • გვერდების ადმინისტრატორები სწრაფად და ეფექტურად არ ეხმაურებიან მოქალაქეთა კითხვებს და ხელს არ უწყობენ დისკუსიებს;
  • ხშირია შემთხვევა როდესაც საჯარო დაწესებულების გვერდებზე იშლება არა მარტო უცენზურო კომენტარები, არამედ ეთიკის ფარგლებში გამოხატული კრიტიკული აზრიც;
  • მთავრობის ცვლილება სიახლეების განთავსების სიხშირეზეც აისახა. რამდენიმე გვერდზე მთელი ოქტომბრის მანძილზე არცერთი აქტივობა არ დაფიქსირებულა. წინა თვეებთან შედარებით აქტივობის დონე მკვეთრად დაბალი იყო.

პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების შემთხვევაში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები და ტენდენციები:

 

  • ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საკმაოდ მწირი აპლიკაციების განთავსებით გამოირჩევა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.  განსაკუთრებულად მწირია საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობისა და მათი მოსაზრებების გაჟღერების ფუნქციის მქონე სერვისები – მაგალითად, პეტიციები, ონლაინ გამოკითხვები;
  • პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების გარკვეულ ნაწილს სოციალური ქსელების გვერდის დახმარებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის აგების თანმიმდევრული სტრატეგია არ გააჩნია;
  • ერთეული გამონაკლისების გარდა, პოლიტიკური სუბიექტების გვერდების ადმინისტრატორები მნიშვნელოვნად არ თვლიან მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა არჩევნების დასრულების შემდეგ;
  • ხშირია კომენტარების გაქრობის ფაქტები, განსაკუთრებით კი იმ გვერდებზე სადაც მოქალაქეების აქტივობა მაღალია;
  • სოციალურ ქსელ Facebook-ში დაინტერესებული პირისთვის ხშირ შემთხვევაში რთულია პარტიის იდეოლოგიური პლატფორმის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • პოლიტიკური აქტივობა და დისკუსია საკმაოდ პოლარიზებულია – მომხმარებელთა მაღალი ჩართულობა შეინიშნება მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის გვერდზე;
  • არჩევნების შემდგომ, მკვეთრად იკლო პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარ სოციალურ ქსელებში აქტიურობის სიხშირემ.

ბოლოს, მედიასაშუალებების Facebook გვერდების კვლევამ აჩვენა, რომ:

 

  • ტელე-მედიასაშუალებების დიდი ნაწილის მიერ სოციალური ქსელების გამოყენების დონე და მათი საშუალებით მაყურებელთან კომუნიკაციის ხარისხი საკმაოდ დაბალია;
  • ტელეკომპანიების უმეტესობას მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნიათ;
  • Facebook-ის ადმინისტრატორები არ ეცნობიან ან არ ითვალისწინებენ საკუთარი გვერდის მომხმარებელთა კომენტარებს, არ პასუხობენ მოქალაქეების კითხვებს;
  • ნაწილი ტელეკომპანიების Facebook-ის გვერდებზე არ არის ინტეგრირებული ან არ ფუნქციონირებს თანამედროვე აპლიკაციები და სერვისები. არ შეინიშნება არანაირი წინსვლა მაყურებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სერვისების დასახვეწად;
  • გამოიკვეთა, რომ მოქალაქეების აქტიურობა სოციალურ ქსელში საკმაოდ მაღალია. ამაზე მედიასაშუალებების გვერდების გამომწერთა რაოდენობა, მათ მიერ  განთავსებული ინფორმაციის მოწონების, გაზიარებისა და კომენტარების რაოდენობა მეტყველებს;
  • მომხმარებელთა მიერ პოზიციების დაფიქსირებისას ჭარბობს სიძულვილის ენა, მაგრამ გხვდება  საინტერესო, კონსტრუქციული დიალოგები და მოსაზრებებიც.

 

კვლევის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის  განვითარება  მნიშვნელოვანია მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, მათი ჩართულობისა  და საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებისთვის, რაც კარგი მმართველობისა და ქვეყნის დემოკრატიული  განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

 

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცალ-ცალკე, საჯარო დაწესებულებებისპოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების შემთხვევაში, ასევე, ერთიანი სახით მოცემულ ბმულებზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024