მოქალაქის პლატფორმის კონცეფცია - www.ichange.ge

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 27 მაისი 2013

მოქალაქის პლატფორმის კონცეფცია - www.ichange.ge

2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (OGP), რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობამ აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა IDFI-ისა და სამოქალაქო საზოგაოდების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები და OGP-ის დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში შეიტანა მნიშვნელოვანი ვალდებულება, 2013 წელს დანერგოს მოქალაქის პლატფორმა - ichange.ge რომელიც შექმნის შემდეგ შესაძლებლობებს:

საკითხის ან პრობლემის წამოჭრა, რომელიც მოქალაქის აზრით ყურადღებასა და გადაჭრას საჭიროებს;

  • იდეის შეთავაზება, რომელიც მოქალაქის აზრით კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს ან სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის/ქვეყნისთვის;
  • სხვა მოქალაქეები ჩაერთვებიან განხილვაში და შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმასა და საკუთარი გამოსავლის შეთავაზებას;
  • შესაძლებელია განთავსდეს ელექტრონული პეტიცია, რაც კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს წვრილმან ან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით.
  • თუ კი პეტიციას დადგენილი ოდენობის მოქალაქე მოაწერს ხელს (სავალდებულო ოდენობა დამოკიდებულია საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბზე), სავალდებულო იქნება საკითხის განხილვა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება უნდა დაინერგოს 2013 წელს, ჩვენ ვთვლით, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს პლატფორმის კონცეფციის შემუშავება, დამტკიცება და ტექნიკური იმპლემენტაცია. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც განხორციელდა EWMI-ის პროგრამის G-PAC-ის დაფინანსებული პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმისა, თუ რა ფუნქციონალი და მექანიზმები უნდა არსებობდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმაზე.

ვთვლით, რომ ჩვენი კონცეფციის ინტეგრირება ონლაინ პლატფორმის დანერგვაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ელექტრონული დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას. ამგვარი პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვანად გაამარტივებს მოქალაქეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციას და საზოგადოებრივ პრობლემებზე დისკუსიების წარმართვას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024