საჯარო დაწესებულებებთან სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგი

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 7 ივნისი 2013

IDFI-მ პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მონიტორინგი განახორციელა. კვლევის მიზანს მოქალაქეებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის შეფასება წარმოადგენდა. კვლევა ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი ადგენს საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირების სისწრაფესა დახარისხს, ხოლო მეორე სასურველი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

მონიტორინგმა მოიცვა პროექტის სამიზნე 25 საჯარო დაწესებულება: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, ქალაქ თბილისის მერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველა სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრების აპარატები.

ყველაზე რთული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება აღმოჩნდა. დევნილთა სამინისტროს ცხელ ხაზზე 12-დან მხოლოდ 4 ჯერ გვიპასუხეს, დაბალია დაკავშირების ხარისხიც 4 დან 2 შემთხვევაში სამინისტროში დასარეკად საკმაოდ დიდი დრო - 45 წამი და წუთი და 20 წამი დაგვჭირდა. მხოლოდ 5-ჯერ შევძელით იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საჯარო დაწესებულებაში მოქმედებს ცხელი ხაზი ამ საჯარო დაწესებულებებმა დაიკავეს ბოლო ადგილები სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა მაისის თვეში გაუმჯობესდა და შედარებით გაადვილდა სატელეფონო კომუნიკაცია ორივე საჯარო დაწესებულებასთან.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა,სახელმწიფო უწყებებთან ტელეფონით დაკავშირება სირთულეს არ წარმოადგენს, აღსანიშნავია, ასევე, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ყველა საჯარო დაწესებულებიდან მივიღეთ, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები ცდილობენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავი პასუხი გასცენ მოქალაქეებს ან გადაამისამართონ შესაბამის დეპარტამენტში. თუმცა, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს.

კვლევა მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

საჯარო დაწესებულებებთან სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024