შეცდომა თუ დარღვევა?

სიახლეები | მედია,ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 3 სექტემბერი 2012

ავტორი: სალომე ჩუხუა

 

2012 წლის 31 აგვისტოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დაიდო სიახლე, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხოლო 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა.

 

 

 

თანამდებობიდან გადადგომისთანავე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი, რომელსაც ერქვა „რამაზ ნიკოლაიშვილი“, – გადაკეთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის“ გვერდად. ნიშნადობლივია, რომ ნიკოლაიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებიდან უკვე სამი დღე გავიდა, მაგრამ რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღემდე მითითებულია სამინისტროს ძველი Facebook გვერდის მისამართი. ანუ, სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებული Facebook ღილაკით გადავდივართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურ Facebook გვერდზე, რაც საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით ითვლება წინასაარჩევნო აგიტაციისას  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და კანონით აკრძალულია. მეტიც, სამინისტროს ოფიციალურ YouTube არხზე (MRDIGeorgia’s channel)  მიმიდინარეობს ყოფილი მინისტრის და ამჟამად უკვე დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის, რამაზ ნიკოლეიშვილის წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქება. იგივე შეიძლება ითქვას სამინისტროს ოფიციალურ Twitter – ის გვერდზეც.

 

 

 

საინტერესო პარალელად შეიძლება მივიჩნიოთ მსგავსი პროცესების ასახვა საქართველოს მთავრობის სოციალურ ქსელშიც. 30 ივნისს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე, საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდიდან ნიკა გილაურის Facebook მისამართი ჩაანაცვლა ახალი პრემიერის ოფიციალურმა გვერდმა. შესაძლებელია ამ ფაქტს რამდენიმე ახსნა ჰქონდეს: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი, ისევე როგორც Facebook გვერდი საკმაოდ აქტიურია და ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ასეთი დარღვევა შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩებოდა.

 

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ღია უწყებაა სოციალურ ქსელებში, რაშიც იგულისხმება “ღია კედელი”, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში  მომხმარებლები მაინც პასიურობენ, ეს უწყება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები „ლაიქების“ მქონეა ოფიციალურ გვერდებს შორის (2011 წლის იანვრის შემდეგ გვერდმა მხოლოდ 3115 მოწონების დაგროვება შეძლო). ცხადია,  რომ მწვავე პოლიტიკური ორთაბრძოლის პერიოდში ახალი პრემიერი ყველანაირი საშუალებით იქნა რეკლამირებული, მათ შორის ახალი Facebook გვერდით, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპებით იკრებს ძალებს და 16 ივლისის შემდეგ დღეში დაახლოებით 35 „ლაიქით“ იმატებს (16 ივლისი – 31 აგვისტოს მონაცემები).

 

 

საინტერესოა, თავად უწყების ახსნა-განმარტება ამ საკითხთა დაკავშირებით და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონდარღვევისთვის – ნიკოლაიშვილს თუ რეგიონული განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ადმინისტრაციას? თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკისრება აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, სამინისტროს  ვებ-გვერდზე ნაცვლადრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური Facebook  გვერდისა, მომხმარებელი ხვდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის Facebook  გვერდზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება - რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

09.08.2019

ტრენინგი აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის

07.08.2019

ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის მდგომარეობა საქართველოში

06.08.2019

გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები

29.07.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის შესახებ

09.08.2019

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პროკურატურას მოუწოდებს ,,რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

05.08.2019

ზვიად კუპრავასათვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია

02.08.2019

„თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება გამოძიების მიმართ ბევრ კითხვას აჩენს

25.07.2019
ბლოგპოსტები

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

10.04.2019