საპარლამენტო არჩევნების გავლენა სამთავრობო უწყებების Facebook გვერდებზე

სიახლეები | მედია,ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია | პუბლიკაციები | სტატია 21 ნოემბერი 2012

პროექტი „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ 2012 წლის 1 ივლისს დაიწყო. სწორედ ამ დროიდან მიმდინარეობს ცხრამეტი სამთავრობო უწყების სოციალური ქსელების მონიტორინგი. კვლევის მიზანია წარმოაჩინოს წინასაარჩევნო და საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროცესების გავლენა სოციალურ ქსელებზე. კერძოდ, თუ როგორ შეიცვალა სამთავრობო უწყებების ოფიციალური Facebook გვერდების სიახლეების განთავსების და მომხმარებელთან ინტერაქციის სტრატეგია, ხოლო მოქალაქეების მხრიდან ამ უწყებებისადმი დამოკიდებულება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ.

 

სოციალური ქსელების მონიტორინგი პირობითად სამ პერიოდად გაიყო – 1 ივლისი – 18 სექტემბერი; 19 – 31 სექტემბერი და 1- 15 ოქტომბერი.[1] ამ ნაწილში შემოგთავაზებთ სამთავრობო უწყებების მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგიის მოკლე კვლევას არჩევნებიდან ახალი მინისტრების მიერ პოსტების ოფიციალურად გადაბარებამდე.

 

გვინდა, აქვე აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა და სამინიტროების სტრუქტურული ცვლილებები სავარაუდოდ დიდ გავლენას მოახდენს კონკრეტული საჯარო უწყებების Facebook გვერდების მუშაობის სტრატეგიაზეც. შესაბამისად, საინტერესოა ძველი და ახალი მთავრობების საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და მომხმარებლებთან დამოკიდებულების შედარებითი ანალიზი. თუმცა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ახალ მინისტრთა კაბინეტი პოსტებს ოფიციალურად გადაიბარებდა, სამინისტროების Facebook გვერდებს მაინც დაეტყოთ ცვლილებები. მაგალითად, 18 სექტემბრიდან (ციხის სკანდალური ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ) საჯარო უწყებების ოფიციალური გვერდებზე შეინიშნებოდა მომხმარებელთა რაოდენობის კლება. ამ ტენდენციის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook გვერდზე 18 სექტემბერიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებული „ლაიქების“ კლების ტენდენცია.[2]

 

Image

როგორც ამ გრაფიკიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდი 18 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 400-ზე მეტმა მომხმარებელმა დატოვა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა სხვა უწყებების გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ახალი მინისტრების მიერ ოფიციალურად პოსტების გადაბარების შემდეგ, გვერდების უმრავლესობას თანდათან მოემატა მოწონებების რაოდენობა.

 

არჩევნების დღიდან ახალი მთავრობის დამტკიცებამდე Facebook გვერდებზე მნიშვნელოვნად იკლო სიახლეების განთავსებამ, ზოგი მათგანის გვერდზე კი არცერთი აქტივობა არ დაფიქსირებულა მთელი ამ დროის მანძილზე. თუკი ოქტომბრამდე საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების ადმინისტრატორები ინტენსიურად აზიარებდნენ სიახლეებს, ოქტომბერში, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე არცერთი აქტივობა არ დაფიქსირებულა. მოცემულ გრაფიკში ნათლად ჩანს, თუ როგორ იკლო ინფორმაციის გავრცელების ინტენსივობამ.

 

Image

 

უწყებების მხრიდან ასეთი პასიურობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ყოფილმა მინისტრებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნების წაგების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა მოიხსნეს საკუთარი უწყების სოციალური ქსელების მართვაზე, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან 20 დღის შემდეგაც მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებოდნენ. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სამთავრობო უწყებების გვერდების ადმინისტრატორები სერიოზულად არ ეკიდებიან საქმეს და ამა თუ იმ უწყების Facebook გვერდი ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მინისტრის კულტისშესაქმნელად არსებობს. ასეთი გვერდები ორიენტირებულნი არ არიან საკვანძო საკითხები განიხილონ მოქალაქეებთან ერთად, პრობლემის გადაჭრის გზები ერთად ეძიონ, ადმინისტრატორების მთავარი დავალებაა სამინისტროსადმი გამოხატული კრიტიკული აზრი დაუყოვნებლივ წაიშალოს. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ მინისტრების შეცვლის შემდეგ არცერთ გვერდს არ უზრუნია იმაზე, რომ გვერდს ნორმალურად ეფუნქციონერა მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა პოსტი დატოვა. ამას დაერთო ისიც, რომ უწყებები სერიოზულად არ ეკიდებიან სოციალურ ქსელებს, როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველაზე ადვილ და ეფექტურ გზას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება, რადგან დაწესებულებების უმეტესობამ ნოემბრიდან განაახლა სოციალურ ქსელებში აქტიურად მუშაობა და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაზეც ამ პოსტში გამახვილდა ყურადღება.

 

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცალ-ცალკე, საჯარო დაწესებულებებისპოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების შემთხვევაში, ასევე, ერთიანი სახით მოცემულ ბმულებზე.

 


[1] გრაფიკებში ნაჩვენებია მონაცემები 15 ოქტომბრის ჩათვლით, უშუალოდ ანალიზისას კი დავეყრდნობით 31 ოქტომბრის ჩათვლით არსებულ მონაცემებს

[2] ცხრამეტივე უწყების „ლაიქების“ ერთ ჩარტში ჩვენებით კლების ტენდეცია ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება, როგორც ცალკე აღებულის. აქედან გამომდინარე, ანგარიშში მოცემულია მხოლოდ ერთი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გაერომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

18.10.2019

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

16.10.2019

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14.10.2019

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

11.10.2019
განცხადებები

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019