სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრის გამოკითხვა

სიახლეები 18 ოქტომბერი 2012

მოქალაქეების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების დონის, მათ მიერ ინტერნეტ სივრცელში მიღებული ინფორმაციისა და მათი აქტიურობის ფორმების დასადგენად, კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული საზოგადოების აზრის გამოკითხვა.

 

თუ თავს განიხილავთ სოციალურად აქტიურ მოქალაქედ და მინიმუმ, დარეგისტრირებული ხართ Facebook-ზე, შეგიძლიათ კითხვარი იხილოთ მითითებულ ბმულზე და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი ამგვარი აქტიურობა და აზრის დაფიქსირება კიდევ უფრო წაადგება პროექტის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას. გარდა ამისა, თქვენი შეხედულებების დაფიქსირებით, შესაძლებელი გახდება ელექტრონული ჩართულობის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევებისა და წინაღობების გამოვლენა. უფრო მეტიც, თქვენ თავად გახდებით ამ პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელი გზების ძიების მონაწილე.

 

კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.turashvili@idfi.ge ან უბრალოდ აქვე დატოვეთ კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებთ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024