საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების იანვარ - აპრილის მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 24 ივნისი 2013

1 ოქტომბრის შემდეგ ქართული სამთავრობო უწყებების მუშაობამ ელ-სივრცეში დიდი ცვლილებები განიცადა, უმეტესწილად დადებითი კუთხით. საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში დახურული ჰქონდა კედელი და გაუქმებული ჰქონდა შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია, დღეს ეს პრობლემები მოაგვარა და მოქალაქეებს აქვთ მეტი ბერკეტი უწყებასთან საკომუნიკაციოდ. ამასთან, საჯარო დაწესებულებები გააქტიურდნენ მომხმარებლებთან კომუნიკაციის საკითხში. ბევრი მათგანი აქტიურად ეხმაურება მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებსა და გამოთქმულ მოსაზრებებს. თუმცა, ამის მიუხედავად, პრობლემები და გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება ქართული სამთავრობო უწყებების Facebook გვერდებზე.  


-    სიახლეების განთავსების სტრატეგიის არქონა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა უწყებას მთელი თვის მანძილზე ორი ან სამი აქტივობა ჰქონდა საკუთარ გვერდზე, ზოგ მათგანს კი მთელი  თვის მანძილზე არ განუთავსებია სიახლე. ეს ტენდენცია მოქალაქეების პასიურობის მიზეზია. შესაბამისად, გვერდი მხოლოდ ინფორმაციის გამტარის როლს ასრულებს და არა სადისკუსიო პლატფორმის.


-    გვერდის საინფორმაციო ნაწილში, საჯარო უწყებები ხშრად არ უთითებენ დაწესებულების მისიას, გვერდის დანიშნულებას, ისტორიას, საკონტაქტო ინფორმაციას. არცერთი მათგანის გვერდზე არ შეგვხვედრია მოდერაციის ინსტრუქცია და კომენტირების წესები. ეს გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის Facebook გვერდებზე.


-    საკვლევი ობიექტების უმეტესობას არ აქვს ინტერაქციული და საინტერესო აპლიკაციები. ნაწილის გვერდზე კი ტექნიკურად გაუმართავი აპლიკაციებიც ფიქსირდება.


ზემოთთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ უწყების გვერდზე ხშირად განთავსდეს თემატური სიახლეები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა, აუცილებელია გაიხსნას ყველა სამინისტროს კედელი და გააქტიურდეს შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია.


მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებამ განსაზღვროს მისი ოფიციალური Facebook გვერდის მუშაობის სტრატეგია და ამის შესახებ გამომწერებს გვერდის საინფორმაციო განყოფილებაში აცნობოს. აუცილებელია შემუშავდეს მოდერაციის, კომენტირების წესები და ა.შ. ყურადღება გამახვილდეს აპლიკაციების ინტეგრაციაზე და მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაცია განთავსდეს სხვადასხვა წყაროების ბმულების გაზიარებით. ეს მოქალაქეებში საჯარო დაწესებულებისადმი ნდობის ფაქტორს ზრდის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოქალაქეების პირად შეკითხვებზე პასუხის გაცემის პრაქტიკა და ნებისმიერი მომხმარებლის ყველა შეტყობინებას მოჰყვეს გამოხმაურება.
 

კვლევა მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.

 

 

პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების  იანვარ - აპრილის მონიტორინგის შედეგები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024