კულტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაფინანსებული ღონისძიებები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 21 მაისი 2013

 

Georgian_Ministry_of_Culture_logo2013 წლის 29 მარტს IDFI-მ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე წერილის მიღების მომენტამდე განხორციელებული  სოციალური და კულტურული ღონისძიებებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, ხელშეკრულების მხარეებისა და ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მითითებით. 2013 წლის 12 აპრილს სამინისტრომ სრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში განხორციელებულ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე სულ გაწია შემდეგი სახის ხარჯები:

  • 486 582 ლარი
  • 5 987,72 აშშ დოლარი
  • 41 029 ევრო
  • 47 500 რუსული რუბლი
  • 9 750 შვეიცარული ფრანკი

საინტერესოა აღნიშნული თანხების მიზნობრიობა. კერძოდ, ირკვევა, რომ:

  • 99 550 ლარი გადაერიცხა ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირს ცენტრის საქმიანობისთვის;
  • 61 714 ლარი მოხმარდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მონაწილეობას;
  • 50 750 ლარით სამინისტრომ დაფარა პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურ ენაზე გამოცემის ხარჯები.

kultgonisz_1


kultgonisz_2

kultgonisz_3რაც შეეხება თითოეული ღონისძიების ხარჯთაღრიცხვას, ზოგ შემთხვევაში მიღებული ინფორმაცია მეტყველებს დაფინანსებული ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის პირობითობას მაგ. იხილეთ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა.

kulturamansankan

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა მათ მიერ დაფინანსებული ყველა ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა გარდა პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურ ენაზე გამოცემისათვის გადაცემული თანხისა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024