პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოში - ნათელი წერტილი OGP-თვის

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 14 ნოემბერი 2013

31 ოქტომბერ-1 ნოემბერს ლონდონში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიური სამიტი, სადაც შეიკრიბა 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ინიციატივის წევრი ქვეყნებიდან: მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, იმისათვის რომ გაეზიარებინათ და ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე, პროგრესსზე, უფრო ღია, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მთავრობების შექმნის ამბიციებსა და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას წარმოდგენდა გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავსუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, რომელმაც სამიტზე ისაუბრა საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ახლახან მიღებულ კანონზე. როგორც პრეზენტაციაში იქნა აღნიშნული, ასეთი კანონმდებლობა ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის სიახლე შეიძლება არ იყოს, მაგრამ საქართველომ, საბჭოთა კავშირის დროს დამყარებული გაუმჭვირვალობის შემდეგ, მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიწყო გახსნა და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისკენ. თუკი საქართველოს წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესია. ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია.

ამ ფაქტის ნათელ დადასტურებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ საქართველოს მთავრობის ეს პროექტი, განხორციელებული სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით, დასახელებულ  იქნა წევრი ქვეყნებიდან შერჩეული შვიდი პროექტიდან ერთ-ერთად რომლებიც წარდგენილნ იქნენ გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოზე (Bright Spots Prize). ღია მმართველობის პარტნიორობის  გამორჩეულ მიღწევათა (Bright Spots) კონკურსი შექმნილი იქნა რათა წარმოჩენილიყო ადამიანების მიერ ნაპოვნი კრეატიული საშუალებები, რომლებითაც ხდება მთავრობის ღიაობის უზრუნველყოფა რეალური პრობლემების გადასაჭრელად, და ასევე იმის საჩვენებლად, თუ ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი მთავრობები როგორ მუშაობენ მოქალაქეებთან ღია მმართველობისთვის, ამკვიდრებენ ახალ ტექნოლოგიებს საჯარო ჩართულობის გასაზრდელად და ზრდიან ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.

გიორგი კლდიაშვილთან ერთად, გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოსთვის (Bright Spots Prize) კონკურსში კიდევ ექვსმა მონაწილემ ისაუბრა საკუთარი ქვეყნების მთავარ მიღწევებზე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, ხოლო საზოგადოებას მიეცა საშუალება ხმის მიცემით გამოევლინა გამარჯვებული. ჯილდოს მფლობელი ფილიპინები გახდა, მაგრამ ის ფაქტი რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ მიჩნეულ იქნა ერთ ერთ მიღწევად და მაგალითად, რომელმაც უნდა შთააგონოს სხვები, უკვე უდიდესი მიღწევაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, რომელმაც ათწლეულობის განმავლობაში არსებული ჩაკეტილობის, გაუმჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების ნაკლებობის შემდეგ ღიაობის პლატფორმაზე გადაინაცვლა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024