კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები (2013 აპრილი- 2013 ნოემბერი)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 26 ნოემბერი 2013

Georgian_Ministry_of_Culture_logo

IDFI  კვლავ აგრძელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. ამჯერად ჩვენს მიერ სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წარმოდგენილი იქნება მონაცემები, რომლებიც ასახავს  2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში დაფინანსებულ ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებს. როგორც ირკვევა აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ ღონისძიებებზე გაწეულია  2 689 992  ეკვივალენტი ლარის (2 609 878 ლარი, 14 111 ევრო და 18 090 გირვანქა სტერლინგი)  ხარჯი.  აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 92 ღონისძიების დაფინანსებაზე, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 327 420 ლარი გამოეყო სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს“ თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.

 2013 წლის აპრილის თვეში დაფინანსდა 10 ღონისძიება 161 079 ლარის და 1 000 ევროს ოდენობით. მათგან ყველაზე დიდი თანხა 58 410 ლარი გამოეყო შპს „ბრავო რექორდს“ ფილარმონიაში შინის კონცერტის ჩასატარებლად.

kult1

2013 წლის მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებითა რაოდენობა განისაზღვრა 11-ით, რომლებზეც ერთობლივად გამოყოფილია 242 827 ლარი და 11 490 გირვანქა სტერლინგი. მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია შპს „კინოსტუდია ხომლისთვის“ პროექტი არტერიას განსახორციელებლად.

kult2

2013 წლის ივნისის თვეში 139 293 ლარით სამინისტროს მიერ დაფინანსებულია 10 ღონისძიება, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 31 985 ლარი გამოეყო ააიპ „ასოციაცია ანიკას“ პროექტის ხელშეწყობისთვის.

kult3

2013 წლის ივლისის თვეში დაფინანსებულია 6 ღონისძიება 179 695 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 98 435 ლარი გამოეყო  ააიპ სტუდია ტელევეზირს პროექტის ხელშეწყობისთვის.

kult4

2013 წლის აგვისტოს თვეში  11 ღონისძიება დაფინანსდა 487 450 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა გამოეყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოწყობისთვის.

kult5

2013 წლის სექტემბრის თვეში დაფინანსდა 13 ღონისძიება 589 129 ლარის და 6600 გირვანქა სტერლინგის ოდენობით. ყველაზე დიდი თანხა გამოეყო ააიპ საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდს პიანისტთა კონკურსის ჩატარებისთვის.

kult6

2013 წლის ოქტომბრის თვეში დაფინანსდა ყველაზე მეტი 24 ღონისძიება 719 191 ლარის და 13 111 ევროს ოდენობით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 327 420 ლარი გამოეყო სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს“ თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.

ოქტომბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხით (101 573 ლარი) დაფინანსდა აგრეთვე  შპს „გაზეთი იბერია“ ლონდონში სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გამოფენის და დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციის მოწყობისთვის.

kult7

2013 წლის ნოემბრის თვის მონაცემები მოიცავს მხოლოდ 1 – 8 ნოემბერი პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დაფინანსებულია 7 ღონისძიება 91 215 ლარით. ყველაზე დიდი თანხა 37 000 ლარი გამოყოფილია ააიპ საქველმოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისათვის დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.

kult8

ჩვენს მიერ ზემოთ, წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში 92 ღონისძიებაზე გადანაწილებულია  2 689 992 ლარი. რაც შეეხება 2013 წლის საწყისი სამი თვის მონაცემებს, რომელიც უკვე წარმოდგენილი იყო ჩვენს მიერ, არ გამოირჩევიან  დიდი თანხების გამოყოფით. 2013 წელს დაფინანსებული ღონისძიებები თვეების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

kult9

ზემოთ მოყვანილი 2013 წლის მონაცემები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ წინა წლებთან შედარებით სამინისტროს მიერ კონკრეტული ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა მკვეთრად შემცირებულია.  მაგალითად 2010 წელს  მხოლოდ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ კრის დე ბურგის კონცერტის ორგანიზებისთვის გამოეყო 1 484 826 ლარი. 2011 წელს მხოლოდ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“  MTV GEORGIA LIVE-ის  დაფინანსებისთვის გამოეყო 2 000 000 დოლარი. 2012 წელს მხოლოდ შპს „არტ ბათუმს“  მიუზიკლის ვერის უბნის მელოდიების ორგანიზებისთვის გამოეყო 1 716 985 ლარი.

დეტალურად წინა წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2010-2011.

კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2012.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024