პირველად - საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 მარტი 2013

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, დღემდე უცნობი იყო ის თანხები, რაც საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად ირიცხებოდა. IDFI პირველად აქვეყნებს ინფორმაციას 2009-2012 წლებში ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ. 

 
IDFI დაინტერესდა საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხებით. კერძოდ შემდეგი ინფორმაციით:
 
1.საპროცესო შეთანხმებების შედეგად, 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია;
2.რა ოდენობის თანხებზე დადებულ იქნა საპროცესო შეთანხმებები 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.
3.იმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელთა ქონება 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში ჩამორთმეულ და გადაცემულ იქნა სახელმწიფოსთვის (თითოეული წლისათვის ცალ-ცალკე), აგრეთვე ამ ქონების საერთო ღირებულება ხსენებული წლების მიხედვით.
 
აღნიშნული მოთხოვნებით IDFI-მ 2013 წლის 6 თებერვალს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. პროკურატურიდან 2013 წლის 27 თებერვალს მიღებული წერილით პასუხი გაეცა პირველ ორ მოთხოვნას. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებს. 2013 წლის 1 მარტს მიღებული წერილით იგივე შინაარსის პასუხი გაეცა მესამე მოთხოვნას ჩამორთმეული ქონების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ პროკურატურიდან 2013 წლის 1 მარტს მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებს მსგავსი ინფორმაციის აღრიცხვას, რის გამოც მთავარი პროკურატურა ვერ მოგვაწოდებს ინფორმაციას.
 
აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ IDFI-მ 2013 წლის 5 მარტს იგივე მოთხოვნებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნული ბიუროდან 2013 წლის 12 მარტს მიღებული წერილით IDFI-ის ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ფლობს ინფორმაციას 2009-2012 წლებში დადებული საპროცესო შეთანხმებების თანხის ოდენობის და ასევე იმ მოვალეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა ქონება 2009-2012 წლებში ჩამორთმეულ და გადაცემულ იქნა სახელმწიფოსთვის.
 
ამავე დროს, წერილიდან ირკვევა, რომ 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების შედეგად  სახელმწიფო ბიუჯეტში სულ გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 140 039 162.76 ლარი. ეს თანხა წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
 
2009 წელი: 8 040 392.81 ლარი
2010 წელი: 42 361 459.28 ლარი
2011 წელი: 51 009 723.78 ლარი
2012 წელი: 38 627 586.89 ლარი
 
 
 
 
აქვე შეგახსენებთ, რომ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) მიერ შემუშავებულ სასამართლო სტატისტიკის მოდულში  გამოქვეყნებულია საპროცესო შეთანხმებით 2007-2012 წლებში გამოტანილი განაჩენების რაოდენობა საიდანაც ირკვევა, რომ მხოლოდ 2009-2012 წლებში საპროცესო გარიგებით განაჩენი გამოტანილი იქნა 52 402 პირზე.
 
 
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს, ეს ინფორმაცია დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს თუმცა, სამწუხაროდ ხელმიუწვდომელი იყო. მართალია ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების რაოდენობა (მაგ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მონაცემებით 2009 წელს - 61 100 000 ლარი ), თუმცა, დღემდე უცნობი რჩებოდა, თუ კონკრეტულად რა თანხა ირიცხებოდა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების შედეგად. 
შესაბამისად, IDFI პირველად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რეალურად რა თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე. 
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს, ეს ინფორმაცია დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს თუმცა, სამწუხაროდ ხელმიუწვდომელი იყო. მართალია ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების რაოდენობა (მაგ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მონაცემებით 2009 წელს - 61 100 000 ლარი), თუმცა, დღემდე უცნობი რჩებოდა, თუ კონკრეტულად რა თანხა ირიცხებოდა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების შედეგად. 
 
შესაბამისად, IDFI პირველად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რეალურად რა თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024