საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ახალი სტანდარტი თბილისის მერიაში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 დეკემბერი 2013

 

IDFI  აგრძელებს იმ დაწესებულებათა  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება.  ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ  მიღებული დადგენილებები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ.

თავდაპირველად თბილისის მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით  დადგენილება მიიღო 2013 წლის 19 სექტემბერს.  ხსენებული დადგენილების მიღების შემდგომ თბილისის მერიის ინიციატივით  2013 წლის 11 ნოემბერს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესსა და სახელმწიფო უწყებიდან ყველა სახის ინფორმაციის მიღების გამარტივებულ მეთოდებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. IDFI –ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ შეხვედრაზე გაცემული იქნა გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც მატ-ნაკლებად გათვალისწინებული იქნა თბილისის მერიის  2013 წლის 10 დეკემბრის ახალ დადგენილებაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ.

თბილისის მერიამ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული იქნა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის კონკრეტული ნუსხა, ხოლო რაც შეეხება თბილისის მერიას მათ აიღეს ვალდებულება  თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.Tbilisi.gov.ge გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას.

1

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის  ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტს, თბილისის მერიამ გაითვალისწინა რეკომენდაციები და ნებისმიერ პირს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიეცა საშულება გამოითხოვოს ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია (რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას ან არ არის პერსონალური მონაცემების შემცველი) ყოველგვარი პირადი მონაცემების მითითების გარეშე. ხოლო რაც შეეხება იმგვარ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს წერილის ავტორის პირად მონაცემებს ან მის საქმიანობასთან დაკავშირებულ კომერციულ საიდუმლოებას, ამ შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის სკანირებული ვერსია PDF ფორმატში.

2

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც თბილისის მერიამ დამატებით შემოგვთავაზა  2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილებაში  წარმოადგენს მუხლი 9, რომლის მიხედვითაც  ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში  უზრუნველყონ მათთან დაცული ყველა სახის  საჯარო ინფორმაციის გაცემა.

3

IDFI  წლების განმავლობაში ცდილობდა სახელმწიფოს მიერ  დაფუძნებული   სხვადასხვა  არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მიღებას, თუმცა პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც აღნიშნული ორგანიზაციები ან საერთოდ იგნორირებას უწევდნენ ჩვენს განცხადებებს, ან აღნიშნავდნენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს და შესაბამისად მათზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. აღნიშნული, მათ საქმიანობას მეტად გაუმჭვირვალეს და ბუნდოვანს ხდიდა საზოგადოებისთვის.

2012 წლის 2 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მნიშვნელოვანი დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, აღნიშნული სახის ორგანიზაციებიდან  კვლავ შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება.

მაგალითად, IDFI – იმ 2013 წლის  ივლისის თვეში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით  დაფუძნებულ  შემდეგ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს: სს „საქართველოს რკინიგზა“, შპს „საქართველოს ფოსტა“  და სს „საქართველო ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

სს „საქართველოს რკინიგზამ“ ჩვენს მიერ გაგზავნილი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო შპს „საქართველოს ფოსტამ“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ აღნიშნეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.

fosta

navtobi

ინსტიტუტის მოთხოვნებს წლების განმავლობაში უპასუხოდ ტოვებდნენ აგრეთვე ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირები: ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“, შპს „თბილსერვის ჯგუფი“.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ მიღებული დადგენილების შემდგომ, IDFI კვლავ მიმართავს მათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ მათ მიერ ამჯერად შესრულებული იქნება აღნიშნული დადგენილებით დაკისრებული ვალდებულება.

IDFI მიესალმება ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც მათ მიერ დაფუძნებულ არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირებს დაევალათ საჯარო ინფორმაციის გაცემა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სზაკ-ის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციებზე აქამდეც ვრცელდებოდა საჯაროობის ვალდებულებები მათი თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსების ან საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

ამასთან IDFI მოუწოდებს სხვა სახელმწიფო ორგანოებსაც, რომ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, თუ სახელმწიფოს მიერ  დაფუძნებული არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024