საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | სტატია 20 მაისი 2013

21 მაისს, სამშაბათს, 11:00-14:00 საათზე, “თბილისი მარიოტის” წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ეკონომიკის სამინისტროს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე მაუწყებლები და დარგის ექსპერტები.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომელიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

„საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info@idfi.ge ან ტელეფონის ნომერზე: 2 99 63 64

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024