საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმები 2011-2013

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 სექტემბერი 2013

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის საწყის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის  შესახებ. როგორც ირკვევა  დროის ხსენებულ მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისათვის დაკისრებულია 31 106 828  ლარის ოდენობის ჯარიმა.  2011 და 2012 წლების შესაბამისი პერიოდების ანალოგიური ინფორმაცია IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო 2012 წლის აგვისტოს თვეში, რომელიც გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 2011 წლის 6 თვე – 21 134 952 ლარი,  2012 წლის 6  თვე – 18 276 641 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით).

011shsschart

2013  წლის 26 აგვისტოს  მოთხოვნა:

  • შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის (ლარებში) შესახებ ინფორმაცია 2013 წლის  პირველ 6 თვეში.

shss2013

2012  წლის 25 ივლისის  მოთხოვნა:

  • შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის (ლარებში) შესახებ ინფორმაცია 2011 წლის პირველ 6 თვეში და 2012 წლის პირველ 6 თვეში.

shss2012

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024