საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

სიახლეები 19 ივლისი 2013

2013 წლის 18 ივლისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"  ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, USAID-მა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).

ღონისძიების მთავარი თემა იყო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. მრგვალი მაგიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და „USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3)  დირექტორის მოადგილემ  მაია გოგოლაძემ გახსნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ თითქმის ყველა სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლები, ინფორმაციის თავისუფლების საკითხების ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.

მრგვალი მაგიდის პირველი ნაწილი დაეთმო ექსპერტების პრეზენტაციებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ზოგადად ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გაუმჯობესების შესახებ.

მეორე ნახევარში მთლიანად დაეთმო „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნასთან“ დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაციას და მის გარჩევას მონაწილეების მიერ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა პროექტის ტექნიკურ ასპექტებზე და პროქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ  გაიმართა დისკუსია  მონაწილეებმა  გამოითქვეს  მოსაზრებები და შენიშვნები წარმოდგენილ  კანონპროექტთან დაკავშირებით.

მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის IDFI-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.  საჯარო დაწესებულებებს საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი თუ ნებისმიერი  სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას აკისრებს. გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღია  და თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

პროექტის მიხედვით, დგინდება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ნამდვილობასა და პერიოდულ განახლებაზე აგებს პასუხს. ასევე, საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობა დაინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის მიღების ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024