ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 10 აპრილი 2013

აპრილი, 2013 წელი

ავტორი: უჩა სეთური

თანაავტორი: ნათია კუპრაშვილი

რედაქტორი: გიორგი კლდიაშვილი

 

ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის  ტექნიკური და  ტექნოლოგიური მიმართულებები

 

ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს მთავრობის ამოცანას წარმოადგენს მოხდინოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების იმგვარი გეგმარება, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მოთხოვნილებებთან, უზრუნველყოფილი იქნას  დამატებითი ელექტრონული სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახელობის 95%-ისათვის, ასევე უზრუნველყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.

ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებების განსაზღვრისათვის უნდა განხორციელდეს  ტექნიკური ამოცანების სწორად განსაზღვრა, არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და  ქსელის გონივრული და სწორი დაგეგმარება.

ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზისის შერჩევისას, მიზანშეწონილია, გაანალიზდეს საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა საუკეთესო პრაქტიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს ის გამოწვევები, რომლებიც ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებით  არსებობდა კონკრეტული ქვეყნის წინაშე. დასავლეთ ევროპის პრაქტიკა ბევრად წარმატებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკა, თუმცა საქართველოს საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის მომსახურებაზე დამოკიდებული მომხმარებლების კონცენტრაციის მაჩვენებლის კუთხით (სატელიტური და საკაბელო პლატფორმების მომხმარებლებთან შეპირისპირებით),  საინტერესოა დიდი ბრიტანეთის, ასევე იტალიის, ესპანეთის, ასევე ტერიტორიულად პატარა, მთაგორიანი რელიეფის მქონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა.

საქართველოს საეთერო ციფრული მიწისზედა ქსელის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს  ქვემოთ წარმოდგენილი მიმართულებები:
 

  • ტექნოლოგიის შერჩევა;
  • მულტიპლექსორის რაოდენობა გარდამავალ და ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის უახლოეს პერიოდში;
  • მოსახლეობის დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი;
  • ახალი სადგურების დაგეგმვის აუცილებლობა და ძველების გამოყენების შესაძლებლობა;
  • ახალი სადგურების რაოდენობის მაქსიმალიზაცია;
  • მიმღები ანტენების მდგომარეობის/პოზიციის განსაზღვრა;
  • ერთ სიხშირული თუ მრავალ სიხშირული ქსელის, ან ჰიბრიდული მოდელის შერჩევა;
  • არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების და ქსელის არაგონივრული დუბლირების თავიდან აცილების საკითხები;
  • უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების ქსელის უსაფრთხოების საკითხები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024