აპრილი, 2013 წელი
ავტორი: უჩა სეთური
თანაავტორი: ნათია კუპრაშვილი
რედაქტორი: გიორგი კლდიაშვილი
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს მთავრობის ამოცანას წარმოადგენს მოხდინოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების იმგვარი გეგმარება, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მოთხოვნილებებთან, უზრუნველყოფილი იქნას დამატებითი ელექტრონული სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახელობის 95%-ისათვის, ასევე უზრუნველყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებების განსაზღვრისათვის უნდა განხორციელდეს ტექნიკური ამოცანების სწორად განსაზღვრა, არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქსელის გონივრული და სწორი დაგეგმარება.
ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზისის შერჩევისას, მიზანშეწონილია, გაანალიზდეს საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა საუკეთესო პრაქტიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს ის გამოწვევები, რომლებიც ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებით არსებობდა კონკრეტული ქვეყნის წინაშე. დასავლეთ ევროპის პრაქტიკა ბევრად წარმატებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკა, თუმცა საქართველოს საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის მომსახურებაზე დამოკიდებული მომხმარებლების კონცენტრაციის მაჩვენებლის კუთხით (სატელიტური და საკაბელო პლატფორმების მომხმარებლებთან შეპირისპირებით), საინტერესოა დიდი ბრიტანეთის, ასევე იტალიის, ესპანეთის, ასევე ტერიტორიულად პატარა, მთაგორიანი რელიეფის მქონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა.
საქართველოს საეთერო ციფრული მიწისზედა ქსელის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ წარმოდგენილი მიმართულებები: