IDFI აგრძელებს იმ საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება თბილისის საკრებულოსთვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ მიღებულ სტანდარტთან.
2013 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი შიხიაშვილის ხელმოწერით გამოცემული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის საკრებულოს.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, ქალაქ თბილისის საკრებულოსთვის სავალდებულო (2013 წლის 17 სექტემბერის) დოკუმენტი მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს. კერძოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს არ დაევალდებულა შემდეგი ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება:
როგორც თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, კანონქვემდებარე-ნორმატიული აქტში სრულად არის იგნორირებული ბიუჯეტის და ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხები. გარდა ამისა, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის მწირი ნუსხიდან, ვხვდებით აგრეთვე ისეთ პუნქტებს, რომლებიც არასრულყოფილადაა წარმოდგენილი მთავრობის დადგენილებით მიღებულ პუნქტებთან შედარებით. მაგალითად პუნქტში, რომელიც ეხება ინფორმაციას ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ, თბილისის საკრებულოს არ აქვს ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნოს კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა.
IDFI-ი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს მაგალითზე.
საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)
12.06.2025IDFI-ის 2024 წლის ანგარიში
05.06.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
03.06.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
23.05.2025