მრგვალი მაგიდა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 დეკემბერი 2013

26 დეკემბერს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G-3) მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებითა და კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიცირებით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მრგვალი მაგიდა ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შეფასების ანგარიშსა და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმას მიეძღვნა. შეხვედრაში სახელმწიფო უწყებების, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასაწყისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან მიხელიძემ და IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ლონდონში გამართულ 2013 წლის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე განხილულ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ხაზგასმით აღინიშნა სამიტის ფინალურ ეტაპზე გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოზე (Bright Spots Prize) შვიდ ქვეყანას შორის საქართველოს ნომინირება. ასეთი შედეგი საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვისა და მიღების სისტემის რეგულაციების დადგენილების მიღებამ განაპირობა.

დღის პირველ ნაწილში რუსუდან მიხელიძემ გააკეთა პრეზენტაცია ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. პრეზენტაცია პასუხისმგებელი უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მათთან კონსულტაციების გზით მომზადდა. რუსუდან მიხელიძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს სამოქმედო გეგმის (OGP Action Plan) საბჭოს მხრიდან მომზადებული თვითშეფასებისა და ანალიზის შედეგების შესახებ, რაც ითვალისწინებდა კონკრეტულ კრიტერიუმებს, შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომებს, OGP-ის პრინციპებთან შესაბამისობასა და თანხვედრას. პრეზენტაციაში ნათქვამი იყო თუ რამდენმა უწყებამ შეასრულა, ნაწილობრივ შეასრულა, უმეტესწილად ან ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

დამსწრე საზოგადოებას დისკუსიის ფორმატში მიეცა შესაძლებლობა მოესმინა სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლების კომენტარები ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.

დღის მეორე ნახევარი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხების განხილვას მიეძღვნა. რუსუდან მიხელიძემ გააკეთაზოგადი მიმოხილვა მომავალი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანა პარტნიორობის ხუთი გამოწვევიდან − საჯარო სამსახურის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, კერძო სექტორის ანგარიშვალდებულების გაზრდა − ერთ-ერთზე უნდა ყოფილიყო მორგებული და შესაბამისობაში მოსულიყო პარტნიორობის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგიები და ინოვაცია.
 

რუსუდან მიხელიძემ სთხოვა მრგვალ მაგიდაზე მოწვეულ თითოეული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს წარეედგინა ერთი ახალი ვალდებულება, რომლის ასახვაც საჭიროდ მიიჩნევა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ახალ სამოქმედო გეგმაში. ღონისძიების მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი წინადადებები წარედგინათ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების შესახებ.

დღის ბოლოს წარმოდგენილი იყო საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის სახელმძღვანელო წესების პროექტი, რომელიც ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის რეგულაციების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების გზით, დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცესის დაცვით.

მრგვალ მაგიდაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფორუმის პირველი შეხვედრა იანვრის შუა რიცხვებში შედგეს,. ამ შეხვედრაზე საჭიროებების გათვალისწინებით კონკრეტულ თემაზე მოხდება მსჯელობა.
 

საქართველო ვალდებულია 2014 წლის 31 მარტამდე შეიმუშავოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი და ის წარუდგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს კომენტარებისთვის. დასრულებული სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობას წარედგინება 2014 წლის 30 აპრილს.

მრგვალი მაგიდა ,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და USAID-ის „G-3“ პროგრამის ,,კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში“ კოალიციური პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024