ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი

კოალიციური საქმიანობა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 აგვისტო 2014

"პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" (Open Government Partnership - OGP) დაფუძნდა 2011 წლის სექტემბერში, როგორც ღია და ანგარიშვალდებული მთავრობების შექმნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო პლატფორმა. დღესდღეობით პლატფორმა 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. საქართველო პლატფორმას 2011 წლის სექტემბერშივე შეუერთდა. ანალიზითა და რეკომენდაციებით IDFI თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაში. 

 

პარტნიორობის რეგულაციების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების გზით, დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცესის დაცვით. ამასთან, სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულია ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმის არსებობის აუცილებლობა.

 

აღნიშნული მიზნებისთვის შექმნილია ღია მმართველობა საქართველოს საკონსულტაციო მექანიზმი "ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი". ფორუმი შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (საბჭო) ფარგლებში.

 

IDFI არის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი და თანათავმჯდომარე.

 

2014 წლის აგვისტოში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. კომიტეტი სულ 8 ქვეყნისგან შედგება და ორი წლის ვადით ირჩევა. 

 

გაეცანით IDFI-ის ბლოგს OGP-ის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების საკითხებზე.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024