ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ოქტომბერი 2015

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში (OGP) საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა". პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა.


დასახელებული პროექტის ფარგლებში IDFI აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს პარლამენტის საქმიანობით და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პროცესში ჩართულობით.     

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე - vacancies@idfi.ge. გასაუბრებისთვის კანდიდატების შერჩევა მოხდება გამოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გასაუბრებაზე შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში.

 

კონკურსი არის ორ დღიანი: პირველ დღეს მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ოფისში.

 

ტრენინგის ფარგლებში განსახილველი თემებია:

 

• ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი;
• სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საკანონმდებლო საქმიანობაში;
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა.

 

კონკურსის მეორე დღეს შედგება ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონკურსის მონაწილეები:


• გაეცნობიან საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურას და როლს;
• მიიღებენ ინფორმაციას საპარლამენტო კომიტეტების ფუნქციების შესახებ;
• გაეცნობიან კანონის მიღების პროცედურებს;
• ასევე, შეხვდებიან საქართველოს ღია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს და საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებს.


საქართველოს პარლამენტში ვიზიტიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) წარუდგინონ საკუთარი ინიციატივები საპარლამენტო ღიაობის შესახებ.


კონკურსის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო ინციატივის ავტორს გადაეცემა კინდლი. კონკურსის ყველა მონაწილე კი, მიიღებს სერტიფიკატსა და სხვადასხვა საჩუქრებს.


ამავდროულად, კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატები ჩაერთვებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში სტუდენტების ჩართვის მიზანია საპარლამენტო ღიაობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად CV-ის გაგზავნა შესაძლებელია 13 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე vacancies@idfi.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ „ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა“.                                                                                                                                     

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024