ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა

პროექტები | დასრულებული პროექტები 15 იანვარი 2015

   

 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

 

პროექტის სახელწოდება: „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ქვეყანა: საქართველო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
გრანტის რაოდენობა: 149 700,30 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დეკემბერი, 2014 – 30 ნოემბერი, 2015

 

მიმოხილვა


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი მთავრობის მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) OGP-ის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საკანონმდებლო ღიაობის კომპონენტში.


2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა OGP-ს. საკუთარი წევრობის დასაწყისშივე საქართველომ OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან) ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. მიუხედავად ამისა, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტში, რაც ხაზს უსვამს მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას. საქართველოს მთავრობამ ვალდებულებად აიღო სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, ისევე როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, სახელმწიფო სერვისებისა და საჯარო სექტორში ანტიკორუფციული სისტემის გაუმჯობესება. როგორც OGP-ის წევრმა ქვეყანამ, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე და შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება. თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა მიეღო და განეხორციელებინა პირველი სამოქმედო გეგმა (2012-13), მონაწილეობა მიეღო OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში, და მიეღო მეორე სამოქმედო გეგმა (2014-15). 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით იქნა არჩეული OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად.


საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმა OGP-ის ფარგლებში მოიცავს 27 ვალდებულებასა და 16 პასუხისმგებელ დაწესებულებას. აღებული ვალდებულებები ეხმიანება OGP-ის ოთხ გამოწვევას: სახელმწიფო სერვისები, საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა, საზოგადოებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ორივე სამოქმედო გეგმა (2012-2013 და 2014-15) მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა. მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის - ფორუმის - მეშვეობით, რომლის თანათავმჯდომარე ხელისუფლების მხრიდან იუსტიციის სამინისტრო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებიდან - IDFI-ია.


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ადვოკატირების მიუხედავად, 2014-15 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში არ იქნა შეტანილი საქართველოს პარლამენტის ვალდებულება, რაც გულისხმობდა საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას მოქალაქეების პეტიციების სისტემის შექმნითა და მოქალაქეების მიერ კანონპროექტებზე კომენტარების დატოვების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.


უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო მონაწილეობის მხრივ პარლამენტის ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტო, მოქალაქეებს უნდა აკავშირებდეს საჯარო პოლიტიკის პროცესთან და უნდა უზრუნველყოფდეს მათ ისეთი მეთოდებით, რითიც აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. საბოლოოდ, სწორედ პარლამენტი, როგორც ადგილი, სადაც იმართება ინფორმირებული დებატები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არის პასუხისმგებელი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის კომპრომისის პოვნაზე, ამ კომპრომისებზე დაყრდნობით კანონების ამოქმედებასა და მათი წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფაზე. საპარლამენტო ღიაობის უზრუნველსაყოფად აღებული ვალდებულებები უნდა ასახავდეს მოქალაქეების უფლებას ღიაობაზე, მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ისევე როგორც უფრო ფართოდ, მოქალაქეებსა და პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების სურვილს.


OGP დიდ ყურადღებას აქცევს საკანონმდებლო ღიაობას, რაც OGP-ის ახალი მიმართულებაა (რადგანაც არსებული ვალდებულებების უმეტესობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება). საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG) უზრუნველყოფს პარტნიორების მხრიდან ექსპერტულ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.


საბოლოო მიზანი


საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუვნელყოფა OGP-ში პარლამენტის აქტიური ჩართულობის გზით.


კონკრეტული მიზნები

  • პარლამენტის ცნობიერების ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობისა და საკანონმდებლო ღიაობის თაობაზე
  • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ
  • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის დაწყება


მოსალოდნელი შედეგები

  • პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა გააცნობიერონ ღია პარლამენტის კონცეფცია და გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესების მნიშვნელობა
  • შემუშავდეს ღია პარლამენტის კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, ვალდებულებები და მექანიზმები და პარლამენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის საშუალებები  
  • საქართველოს პარლამენტის ღიაობამ და გამჭვირვალობამ დაიწყოს გაუმჯობესება საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გახორციელების მეშვეობით


აქტივობების აღწერა


2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი აქტივობები:,

  • პარლამენტის ცნობიერების ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობისა და საკანონმდებლო ღიაობის თაობაზე
    • საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ კვლევის მომზადება ეროვნულ სამოქმედო გეგმებში პარლამენტთან დაკავშირებული ვალდებულებების თაობაზე
    • OGP-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება
  • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების სფეროების განსაზღვრა
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შექმნა
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის შექმნა
    • საჯარო კონსულტაციების წარმართვა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად
    • სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და მონაწილეობის ხელშეწყობა OGP-თან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის დასრულება საქართველოს პარლამენტისთვის მისაღებად
  • დაიწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი
    • სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში
    • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყება

პროექტის მედია გაშუქება 

 

სამოქმედო გეგმა

 

 

იხილეთ პროექტის ანგარიში სრულად:

 

/public/upload/Meri/Project Report.pdf

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024