IDFI-ს დირექტორის წერილი წიგნისთვის - ღია პარლამენტი, შედეგები და მოლოდინები.

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ოქტომბერი 2015

ღია მმართველობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - მექსიკამ წარადგინა წიგნი სახელწოდებით ,,ღია პარლამენტი, შედეგები და მოლოდინები". წიგნის ედუარდო ბორკესის ედიტორობით გამოიცა, ხოლო თანა-ავტორი IDFI-ის დირექტორი და OGP-ის საქართველოს ფორუმის თანა-თავმჯდომარე, გიორგი კლდიაშვილი.


გიორგი სტატიაში - ,,ღია პარლამენტი საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში" - მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს ბოლო წლების ისტორიას და ცხად წარმოდგენას უქმნის მკითხველს თუ რა ისტორიულ საფუძველზე მოუხდა საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.

 

გიორგი ხაზს უსვამს ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოსთვის, რადგან სწორედ ეს ინიციატივა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზისი ქვეყნისთვის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, სამოქალაქო ჩართულობის, სამთავრობო სექტორში ინოვაციებისა და საჯარო სერვისების განსავითარებლად და უზრუნველსაყოფად.

 

IDFI-ის დირექტორი, ასევე ეხება 2015-2016 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას და დასკვნის სახით, აღნიშნავს, რომ საქართველოში საკანონმდებლო პროცესების ღიაობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის კეთილ ნებაზე. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამ პროცესებში პირადად იყო ჩართული.

 

,,ღია პარლამენტი, შედეგები და მოლოდინები" ასევე მოიცავს ისეთ თავებს როგორც არის: ,,სამოქალაქო ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოში: არგუმენტი წარმომადგენლობის გაძლიერებისათვის," ,,ჭეშმარიტი პარტნიორობა ორს მოიცავს," ,,ღია პარლამენტი და საკანონდებლო ორგანოს შეფასებასთან დაკავშირებული გამოწვევები" და სხვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024