საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 აპრილი 2015

 

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტს.


პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო ღიაობის პრინციპის დამკვიდრებას და ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის” შემუშავებას.


წინამდებარე კვლევა მომზადებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში.


კვლევის პირველ თავში გააანაზილებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმები საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით. კვლევის მეორე თავი განიხილავს „ღია მმართველობის გზამკვლევის“ ფარგლებში შემუშავებულ სარეკომენდაციო ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინონ სახელმწიფოებმა საკუთარი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.


კვლევიდან იკვეთება საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მქონე სახელმწიფოები, რომლებსაც უფრო მეტი ვალდებულება აქვთ აღებული საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით, მაგალითად, ისეთი ქვეყნები როგორიცაა ხორვატია, საბერძნეთი, ნიდერლანდების სამეფო, ჩილე და ამერიკის შეერთებული შტატები. მათ მიერ აღებული ვალდებულებები გულისხმობს საკანონმდებლო პროცესის ელექტრონულ დოკუმენტირებას, კანონპროექტების ადვილად აღსაქმელ ფორმატში გამოქვეყნებას და მოქალაქეების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერებას.


კვლევის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციური მიდგომების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის მიმართულებით, მაგალითად, აქვეყნებენ საკანონმდებლო მასალებს დამუშავებად ციფრულ ფორმატში. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ კანონპროექტებზე კომენტარის გაკეთება სხვადასხვა ელექტრონული საშუალების და ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ასევე, კვლევის ფარგლებში გამოჩნდა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრი ქვეყნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალური მედიის მეშვეობით საპარლამენტო ღიაობის გაუმჯობესებას და საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. გამოვლინდა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრი ქვეყნები საპარლამენტო ღიაობას აღიქვამენ მოქალაქეების მიერ პარლამენტის მიმართ ნდობის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ საფუძვლად. კვლევისას, ასევე, გამოიკვეთა საპარლამენტო ღიაობის საკითხებში საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი.

 

/public/upload/IDFI/OGP/OGP_Parliament_Research.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024