კონკურსის ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა მონაწილის, თემურ იკოშვილის ინიციატივა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 17 დეკემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში გამართა კონკურსი ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა," რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: სტუდენტები დაესწრნენ ლექციას თემებზე - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში და ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს თბილისში, გაეცნენ საკანონმდებლო საქმიანობას და შეხვდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს თამარ კორძაიას. 

 

გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში თემურ იკოშვილის მიერ გამოგზავნილ ინიციატივას:

 

ტექნოლოგიები და ინოვაცია


ვებ-პლატფორმის შექმნა ბლოგერებისა და სოციალური აქტივისტებისთვის


საქართველოს პარლამეტში იგეგმება და წარმატებით ხორციელდება ტურები დაინტერესებული პირებისათვის, ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პერიოდულად შეხვდნენ სხვადასხვა კომიტეტების თავჯდომარეებს და მათგან მიიღონ პასუხები პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე. ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს ორმხრივი კომუნიკაციის გაძლიერებას, თუმცა პრობლემატურია მეორე საკითხი.


პარლამენტში ვიზიტი ერთჯერად ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში იკარგება ახალგაზრდებთან სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა. შეხვედრების შესახებ პარლამენტის მიერ ქვეყნდება ფოტომასალა და ღონისძიების მცირე აღწერა, ესეც მხოლოდ "ფეისბუქზე".
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებით პოპულარიზაცია გაეწიოს პარლამენტის ინტერაქტიულობას მომავალ თაობასთან, მაგრამ ამან არ უნდა ატაროს ერთჯერადი სახე.


უნდა შეიქმნას სოციალური ვებ-პლატფორმა, რომელზეც განთავსდება მრავალფეროვანი სიახლეები, მაგალითად:


1. პლატფორმაზე სპეციალურად ქართველი ბლოგერებისთვის იმუშავებს კატეგორია, რომლის მიზანი იქნება "ღია მმართველობის" ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა. შეიქმნება განსაკუთრებით საინტერესო შინაარსის წერილები, ერთი წერილი ერთი კონკრეტული მიზნით. ბლოგპოსტები იქნება ლაკონიური, მარტივი და პარლამენტის ღიაობის პრობლემებზე ორიენტირებული. შეთავაზებს სამოქალაქო საზოგადოებას კონკრეტული ვალდებულების განხორციელებას.


2. ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ვებპლატფორმის რამდენიმე რეპორტიორი აიღებს ინტერვიუებს სამოქალაქო საზოგადოების და სამუშაო, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებისაგან. შემდეგ კი, დამოუკიდებლად გამოაქვეყნებს სტატიებს ინტერნეტში.


3. ვებპლატფორმაზე განთავსდება სტუდენტების მიერ შექმნილი ესსეები პარლამენტარიზმის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზების შესახებ; ასევე გამოცდილებით მიღებული მოსაზრებები, რას აკვირდებიან, რა შთაბეჭდილება დარჩათ ექსკურიის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას.

 

IDFI და საქართველოს პარლამენტი საკუთარ ვებ-გვერდებზე კი უზრუნველყოფენ სიახლეების უწყვეტ რეჟიმში განთავსებას OGP -ს შესახებ, თუმცა მეტი გამჭვირვალობისთვის ახალი მედიის სტილის ვებპლატფორმაც თავის როლს შეასრულებდა და მარტივ ენაზე შექმნილი მასალით სამიზნე სეგმენტს აითვისებდა.


აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში უკვე არსებობს სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ვებ-გვერდი „ღია პარლამენტი - მოქალაქეების ხმა“ (www.openparliament.net), რომელიც სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრინციპებით ფუნქციონირებს და ხელს უწყობს აქტიურ სამოქალაქო დიალოგს.


ასევე ნიდერლანდებში არსებობს ვებ-გვერდი www.officielebekendmakingen.nl, სადაც ღიაობის პოლიტიკის ფარგლებში ბოლო რამდენიმე წელია, რაც საპარლამენტო დოკუმენტაცია არის წარმოდგენილი, თუმცა ეს უკანსაკნელი ზედმეტად ოფიციალურ ხასიათს ატარებს და მოსახლეობას უჭირს ვებ-გვერდის შინაარსის გაგება. ჩვენ გვჭირდება ისეთი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდულიც იქნება, ასევე დაიცავს ჟურნალისტური წერის პრინციპებს და შექმნის ახალგაზრდა თაობის ინტერესის აღსაძრავად ისეთ მასალას, რომლითაც ყველაზე ბუნებრივად მოხდება "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში მთავარი ამოცანის, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო საქმიანობაში.


ვებგვერდი სოციალური მედიის საშუალებით ასევე ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო პოლიტიკის გაძლიერებას. შეიქმნება ინტეგრირებული საკომუნიკაციო დიზაინი, რაც მოიცავს ვებგვერდის ანგარიშებს Twitter-ზე, Youtube-ზე და Facebook-ზე.


აღნიშნული სოციალურ ვებპალტფორმასთან ერთად გაძლიერდება პარლამენტის Twitter - ის არხი, სადაც მხოლოდ Facebook - იდან ქვეყნდება ავტომატური "თვითები". სამწუხაროდ, ძალიან მინიმალურია, ან საერთოდ ნულოვანი პარლამენტის გამოხმაურებები Twitter - ის მიკრობლოგზე დასმულ შეკითხვებზე.
საქართველოს პარლამენტიდან აღნიშნული ინიციატივის პარტნიორი შეიძლება იყოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელთან კოორდინაციაში აეწყობა საიტის სტრუქტურა და მოხდება საწყისი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება.


ინიციატივის განხორციელების სავარუდო თარიღებია 01/2016 - 03/2016. მომავალი წლის აპრილიდან უკვე ამოქმედდება ვებპლატფორმა.


ინიციატივის ეფექტიანობის მთავარი საზომი იქნება პლატფორმის შექმნა და საქართველოს ღია პარლამენტის 2016 წლის სამოქმედო გეგმასთან ერთად აქტიური მუშაობა.


რაც შეეხება რისკებს, შესაძლებელია პლატფორმა შეიქმნას, მაგრამ არ მოხდეს მისი აქტიური გამოყენება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის სწორად წარმართვა, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს გაცნობიერებული ის შესაძლებლობები, რომელსაც აღნიშნული ვებგვერდის შექმნა ითვალისწინებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023