საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის კონფერენციაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 სექტემბერი 2015

31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპარლამენტთაშორისო კავშირი პარლამენტის თავმჯდომარეთა მე-4 მსოფლიო კონფერენციას მასპინძლობდა. კონფერენციას 180-მდე საპარლამენტო ლიდერი, მათ შორის 35 თავმჯდომარის მოადგილე ესწრებოდა.


მთავარ განსახილველ საკითხთა შორის იყო დემოკრატიისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალებები. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პარლამენტის როლი სამთავრობო მიზნების განხორციელებაში კანონების მიღების, საბიუჯეტო განაწილების, მთავრობაზე ზედამხედელობისა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ესწრებოდა. მას ჰქონდა შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანიის პარლამენტების სპიკერებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საკანონმდებლო აქტივობებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და კონფლიქტებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების - ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებს და გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს. სესიაზე სიტყვით 170-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის სიტყვაში ისაუბრა მოქალაქეთა თანასწორობასა და ჩართულობაზე, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, სქესისა, მიზნისა და მოსაზრებისა და ამ მიმართულებით, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე.


მეორე საკითხი, რასაც პარლამენტის სპიკერმა ხაზი გაუსვა იყო მოქალაქეთა საჭიროებების, მოთხოვნების გამოხატვის საშუალება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უზრუნველყოს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მუდმივი მონაწილეობა ხელისუფლების ყოველდღიურ მმართველობაში“. ამ საკითხზე სამუშაოდ საქართველოს პარლამენტი, სექტემბერში საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეულს მასპინძლობს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენცია მიზნად ისახავს არა მარტო მთავრობისა და პარლამენტის მუშაობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას, არამედ ისეთი მექანიზმების შემუშავებასა და დახვეწას, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას შეუწყობს ხელს.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საპარლამენტო კვირეული არის ყოველწლიური ღონისძიება გამჭვირვალობასა და საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომლის ფინალური შეხვედრა გაიმართება 14-15 სექტემბერს, თბილისში, ღია მმართველობა პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციით.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი რის წარდგენასაც, აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველო გეგმავს არის 17 ივლისს მიღებული „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართვის საშუალებების გაუმჯობესებას.


პარლამენტის სპიკერების დასკვნით სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია „დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის“, რომლის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან როგორიცაა : დემოკრატია, მშვიდობა და უსაფრთხოება; გენდერული თანასწორობა, მიგრაცია და ამ პროცესთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები; ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები; სიღარიბესთან ბრძოლა; დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ახალგაზრდების ჩართულობა და სამოქალაქო აქტივიზმი; უმცირესობებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები; კანონის უზენაესობა და მის უზრუნველყოფაში პარლამენტების როლი, პარლამენტსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი კავშირების ჩამოყალიბება და გაღრმავება, საკანონმდებლო ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ანგარიშვალდებულების გაზრდა; საკონსტიტუციო და ინსტიტუციონალური რეფორმების აუცილებლობა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.


პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის ორგანიზატორი არის საპარლამენტთაშორისო კავშირი, ხოლო მხარდამჭერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024

კამპანია „გმირობის ნაყოფი” The Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024