შეხვედრა სტუდენტებთან საპარლამენტო ღიაობის საკითხზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 ივნისი 2015

12 ივნისს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, საპარლამენტო საქმიანობის გამჭირვალობის, ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, რომელიც ხორციელდება პროექტ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის ფარგლებში.


აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში “ ფარგლებში.


შეხვედრას უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი ხიშტოვანი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე. საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობისა და საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დამკვიდრების მნიშვნელობა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელი გიორგი ხიშტოვანი ესაუბრა სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ( OGP) შესახებ, რომელიც წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას და მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობის მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გამჭვირვალობა, მოქალაქეების გაძლიერება და კორუფციასთან ბრძოლა.


2011 წლიდან საქართველო არის „ ღია მმართველობის პარტნიორობის “ (OGP) წევრი. 2014 წელს კი გახდა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი. 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ იქნა პირველი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც დაიწყო 2012-2013 წლებში.


გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რაც აქვს აღებული საქართველოს პარლამენტს, კერძოდ კი 2014-2015 წლის მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 27 ვალდებულებას. ამ ინიციატივაში აქტიურად არიან ჩართულნი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი არის „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის“ თანათავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსთან ერთად.


დავით მაისურაძემ ისაუბრა საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომლის წევრები არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.


შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, სტუდენტების მხრიდან დასმული იყო, საინტერესო კითხვები OGP-თან დაკავშირებით.


IDFI დასახელებული პროექტის ფარგლებში მომავალშიც გეგმავს ჩაატაროს საჯარო დისკუსიები და შეხვედრები საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024