შეხვედრა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 მაისი 2015

13 მაისს ჩატარდა საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) საერთო ინიციატივით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.


შეხვედრას უძღვებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი თოფურია. შეხვედრაზე განხილული ძირითადი თემები იყო საპარლამენტო ღიაობის კულტურა, ინფორმაციის თავისუფლების რეგულირება, საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გამარტივება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილება და ზემოთ ხსენებული პრობლემების სავარაუდო გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები. 


საპარლამენტო ღიობასთან დაკავშირებით სტუმრებმა გააჟღერეს შემდეგი ინიციატივები: საპარლამენტო სესიების ავტორიზაცია, ინფორმაციის დროული მოწოდების აუცილებლობა, სამართლებრივი წყაროებისა და მრავალფეროვანი ინფორმაციის უზრუნველყოფა და ა.შ. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს არასამთავრობო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას, შეტყობინებების გაგზავნას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და საძიებო სისტემის ხელმისაწვდომობას.


შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პარლამენტის ვებ-გვერდის და საპარლამენტო დოკუმენტაციის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომობის საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება პირველი ნაბიჯია მათი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდისაკენ.


შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა საპარლამენტოს ღიაობის მხარდაჭერის კუთხით და შესთავაზონ ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფს კონკრეტული რეკომენდაციები ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმაში ღია პარლამენტისთვის” გასათვალისწინებლად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024