საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 ოქტომბერი 2015

2015 წლის 12 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა გამოთქვა მზაობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership - OGP) ჩართულობაზე (ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას გამჭვირვალობის, სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით). კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებისგან დაკომპლექტებული ინტერ-ფრაქციული ჯგუფი. საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია საქართველოში ღია პარლამენტის პრინციპის დანერგვის ხელშეწყობა, პარლამენტის ინტეგრაცია ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შექმნა და განხორციელება.


ინტერფრაქციულმა ჯგუფმა საქმიანობა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მაგ. გაეროს განვითარების პროგრამა, IDFI, ევროკავშირი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და ა.შ.) მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელა.


შედეგად, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა და აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავებული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებისგან შედგება და 2015-2016 წლებზეა გათვლილი. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში, დანერგოს ინოვაციები მმართველობის სფეროში და მხარი დაუჭიროს ინფორმაციის ღიაობას.


აღსანიშნავია, რომ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების თითქმის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.


2015 წლის სექტემბერში ღია მმართველობის პარტნიორობამ გამოაცხადა კონკურსი, რათა 2015 წლის 27-29 ოქტომბერს მექსიკაში დაგეგმილ ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამიტზე გამოავლინოს და დააჯილდოვოს ის სახელმწიფო გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და აქტიურად იყო ჩართული OGP-ის პრინციპების დანერგვაში.


დასახელებული კონკურსის მონაწილედ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი წარადგინა. ასევე, IDFI-მ მოამზადა ვიდეო-რგოლი და ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის აღწერილობა, რომელიც კონკურსის ორგანიზატორებს წარუდგინა. შედეგად, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი გავიდა კონკურსის ნახევარფინალში, სადაც გამარჯვებულის ვინაობა ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე გაირკვევა. ხმის მიცემა დაწყებულია და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და გამოხატოთ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფისადმი.


კონკურსში გამარჯვება, OGP-ის საქართველოს გუნდს შესაძლებლობას მისცემს მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება, რითაც საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024