IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურ შეხვედრაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 სექტემბერი 2015

7-8 სექტემბერს მანილაში (ფილიპინები) აზიის განვითარების ბანკში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული შეხვედრა გაიმართა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულმა მთავრობების, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის 50-მდე წარმომადგენელმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს და OGP-ს გაფართოების საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოდან როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მიწვეულთა შორის იყვნენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკუტი დეპარტამენტის წარმომადგენლები – ქეთევან ცანავა და მარიამ თუთბერიძე.

 

შეხვედრაზე განიხილეს აზიის განვითარების ბანკის სამოქმედო გეგმა და ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი, რომელიც ოქტომბერში მექსიკის ქალაქ მეხიკოშია დაგეგმილი. პირველ სამუშაო დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ურთიერთობის გაძლიერების საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სესიის მიზანი იყო შეხვედრის მონაწილეები გაცნობოდნენ მუდმივი კონსულტაციების ფორუმის პრაქტიკას საქართველოს მაგალითზე და გაეგოთ იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ქვეყნები ანალოგიური პრაქტიკის დანერგვისას გადააწყდებიან.

 

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური შეხვედრები მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების დაახლოებასა და ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შეძენილი გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებას. ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონის გააქტიურება და მეტი ქვეყანის ჩართვა OGP-ის პროგრამაში. რეგიონალურ შეხვედრებზე ნათლადა არის წარმოჩენილი თუ რა პროგრესი აქვთ ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართულ ქვეყნებს. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებას, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 60% ცხოვრობს.

 

ბუტანი, ინდოეთი, იაპონია, ნეპალი, ყირგიზეთი, პაკისტანი, პაპუა ახალი გვინეა, ტაილანდი – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართული OGP-ის პროგრამაში, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში მალე გახდებიან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურ შეხვედრაზე სხვა ქვეყნების მიერ მათთვის გამოცდილების გაზიარება კი დამატებითი სტიმულია. OGP-ის სამუშაო ჯგუფი იმედოვნებს, რომ მეხიკოს გლობალურ სამიტზე სულ მცირე 2 ქვეყანა მაინც შეუერთდება ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას.

 

OGP-ის გაფართოებაზე მსჯელობის პარალელურად, რეგიონული შეხვედრის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული პრობლემები განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კავშირის არარსებობაა. აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, აზერბაიჯანში, ინდოეთსა და კამბოჯაში მოსახლეობს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია არსებული კანონებისა თუ რეგულაციების შესახებ, რაც აფერხებს რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური შეხვედრა კი, საშუალებას აძლევს მათ ამავე რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მაგალითად, ახალი ზელანდიის, ფილიპინების გამოცდილება გაიზიარონ, რომელთაც წარმატებით შექმნეს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტური კომუნიკაციის სისტემა.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აზიის როლი საკმაოდ დიდია. ბევრი ინოვაციური იდეა სწორედ ამ რეგიონიდან წარმოიშვა. მაგალითად, ფილიპინების საჯარო დაწესებულებებში სოციალური აუდიტის პროგრამა დაინერგა, მონღოლეთის მთავრობამ კი, 24 საათიანი კომუნიკაციის გზა შექმნა მოქალაქეებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამოქმედო გეგმები და მათი გაუმჯობესების გზები, ისე, რომ საზოგადოებამაც იგრძნოს ცვლილება.

 

მანილაში გამართული აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური კონფერენცია ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკის ქალაქ მეხიკოში დაგეგმილი გლობალური სამიტისათვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024