IDFI-ის ხელმძღვანელთა შეხვედრა კოსტა-რიკის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ნოემბერი 2015

28 - 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015".

 

მექსიკაში ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრ, თამარ კორძაიასთან ერთად, კოსტა-რიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტს, რაფაელ ორზიტს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას, ასევე საზოგადოებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

 

გიორგი კლდიაშვილმა და ლევან ავალიშვილმა, რაფაელ ორზიტთან შეხვედრაზე, ვრცლად ისაუბრეს სამოქალაქო სექტორის როლზე საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. გიორგი კლდიაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ 2015-2016 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარმატება დიდ წილად დამოკიდებულია უმაღლესი ხელისუფლების მზაობასა და მათ პოლიტიკურ ნებაზე. ლევან ავალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრინციპების ეფექტიანად და სრულყოფილად შესრულების ვალდებულებებზე.

 

კოსტა-რიკის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტი, რაფაელ ორზიტი, ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ასპექტებითაც დაინტერესდა. შესაბამისად, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმირებისა და მათი მუშობის პროცესიც. ასევე, ისაუბრეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ მემორანდუმსა და პარლამენტის ღიაობის დეკლარაციაზე, მათ მნიშვნელობასა და მათ ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ, საქართველოსა და კოსტა-რიკას შორის არსებულ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ არსებული მეგობრული დამოკიდებულება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ინტერესების არეალში.

 

აღსანიშნავია, რომ კოსტა-რიკის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი და მზაობა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის სტანდარტების მიხედვით კოსტა-რიკის საპარლამენტო ღიაობის გეგმის შემუშავებაზე რაზეც ქართულმა მხარემ მას სრული მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. აღნიშნული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობითი ფორმატი ერთ-ერთი მოდელური და მისაბაძი გახდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. 

 

2014 წლიდან, IDFI ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერას," რომელიც დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.

 

იხილეთ ფოტოალბომი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024