კონკურსის ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა მონაწილის, გიორგი ცეცხლაძის ინიციატივა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 დეკემბერი 2015


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში გამართა კონკურსი ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა," რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: სტუდენტები დაესწრნენ ლექციას თემებზე - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში და ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს თბილისში, გაეცნენ საკანონმდებლო საქმიანობას და შეხვდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს თამარ კორძაიას.

 

გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში გიორგი ცეცხლაძის მიერ გამოგზავნილ ინიციატივას:

 

შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლიდან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. ფაქტობრივად პარლამენტი - ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო არის ხელისუფლების ის შტო, რომელსაც უდიდესი ფუნქცია-მოვალეობანი აკისრია კონსტიტუციაში ბოლო ცვლილებების შესვლის შემდეგ.

 

პარლამენტარიზმის ისტორიის თითქმის არქონა საქართველოს პოლიტიკურად უსიამოვნო მდგომარე

ობაში აყენებს. მიზეზები, რის გამოც ჩვენს სახელმწიფოში პარლამენტი, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო არ არსებობდა, შეიძლება ბევრგან ვეძიოთ. მაგრამ 1800 წლიდან, ფაქტობრივად (1918-1921 წწ. გამონაკლისის გარდა) სუვერენიტეტის გარეშე არსებულ დაპყრობილ ქვეყანას დამოუკიდებლად არაფერი შეეძლო, ხოლო 1990-იანი წლებიდან ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებელი გახდა და ლამის ნულიდან შეუდგა სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

 

როგორც ვხედავთ, პარლამენტარიზმის საკითხი მეტად აქტუალურია. აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა და უპირატესად - სკოლის მოსწავლეები გაცნობიერებული იყვნენ პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ყველა არსებით საკითხზე.

 

ამდენად, ჩემი ინიციატივაა სკოლის მოსწავლეების (უპირატესად მაღალი კლასების) ჩართვა საკანონმდებლო საქმიანობის ცოდნის გაღრმავება-გაცნობიერებაში, ვინაიდან პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდებში ინფორმაციისა და ცოდნის უქონლობა პარლამენტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ საკუთარი ხელისუფლების სტრუქტურა, ორგანიზაციული საკითხები და მეტწილად ყველაფერი პარლამენტის შესახებ, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებით ხდება პარლამენტის წევრების არჩევა და საზოგადოებას უფრო მჭიდრო კავშირი აქვს პარლამენტთან. ხოლო მოსწავლეების როლის გაზრდა ამ საკითხში, მოგვცემს გაცნობიერებულ, წინდახედულ მოქალაქეებს, რომლებსაც მეტი ბერკეტი ექნებათ ხელისუფლების კონტროლისა (იმ ფარგლებში, რაც მოქალაქეებს). მოგეხსენებათ, ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს, ის მეტ ძალაუფლებას ფლობს.

 

შემოდგომისა და გაზაფხულის მოწვევის პარლამენტის ყოველ ძირითად პლენარულ სხდომაზე კარგი იქნება რომელიმე რეგიონის მოსწავლეები დაესწრონ სხდომებს და გაეცნონ, რას აპირებს პარლამენტი და რა პროცესები მიმდინარეობს საკითხთა გადაწყვეტისას (დებატები, კენჭისყრა და ა.შ.). ამასთან, სხვა მოსწავლეები, რომლებიც ვერ შეძლებენ კონკრეტულ სხდომებზე დასწრებას, მიიღებენ მოკლე ინფორმაციას, თუ რა კანონპროექტები განიხილა პარლამენტმა. მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება იმ მეთოდების გაცნობა, რომლებიც გამოიყენება პოლიტიკოსთა მიერ პარლამენტში მუშაობის დროს გუნდურად და ინდივიდუალურად. შესაბამისად, მოსწავლეთა ვიზიტები საკანონმდებლო ორგანოში, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დაკვირვება, ინფორმაციის დაგროვება და ა.შ. მოსწავლეებს ჩამოყალიბებულს, გაცნობიერებულსა და მოაზროვნეებს გახდის. გარდა ამისა, სკოლებში სასურველია კომპეტენტურმა პირებმა წაიკითხონ შესაბამისი ლექციები, რითაც ხელს შეუწყობენ პარლამენტის პოპულარობასა და დაინტერესებას.

 

ვფიქრობ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გასწიოს ამ საკითხების მოგვარებაში დიდი როლი.

 

სავარაუდოდ, 2 სასწავლო წლის განმავლობაში უნდა მოხდეს საქართველოს ძალიან ბევრი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა პარლამენტის საქმიანობაში (რეგიონული პრინციპით: ვთქვათ, ჯერ იმერეთი, შემდეგ გურია, და ა.შ.).


სამწუხაროდ, ახალგაზრდები რეალურად გარიყულნი არიან ხელისუფლებისაგან და მასმედიითა და სხვა საშუალებებით ზედმიწევნით ნეგატიურ ინფორმაციას ფლობენ პარლამენტზე, დეპუტატებსა და სხვა პერსონალზე, რაც შემდეგ თავად ინსტიტუტის სახელსაც რყვნის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ახალგაზრდებს თავად დავანახოთ რეალური სურათი და მათვე განსაზღვრონ ინსტიტუტის ავკარგიანობა და იფიქრონ სამომავლო პერსპექტივებზეც.


ამდენად, აღნიშნული პროცესები უფრო გამჭირვალეს გახდის პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტზე ინტერესის გაძლიერებით ამ ორგანოს წარმომადგენლებიც მეტ პასუხისმგებლობას შეიძენს და გააცნობიერებს საკუთარ როლს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024