ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობის პარტნიორობა | სტატია 1 ივნისი 2015

2015 წლის 3-4 ივნისს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP) ევროპულ რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლებს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში OGP-ის წევრი ევროპული ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვლენ. მათი შეკრების მთავარი მიზანია ერთმანეთს გაუზიარონ OGP-ის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და შეძენილი გამოცდილების გაზიარება, ასევე სამთავრობო რეფორმატორთა ფართო ქსელის შექმნისთვის საფუძვლის ჩაყრა, ღია მმართველობის პარტნიორობის რეფორმების უკეთ განხორციელების მიზნით. კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინოვაცია და ანგარიშვალდებულება OGP-ში, მთავრობის შიგნით კოორდინირება ღია მმართველობისთვის, ელ-მმართველობა - ელ. სერვისების და ღია მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა, ღია მმართველობის განვითარება, მომავალი მმართველობის და საზოგადოების მოდელი, საზოგადოების ჩართულობა, საკანონმდებლო ღიაობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, OGP-ს სამუშაო ჯგუფები, სახელმწიფოს პირდაპირი მხარდაჭერა და სხვა.


ევროპული რეგიონული შეხვედრა გაიხსნება 3 ივნისს, ექსპო ჯორჯიაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პლენარულ სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვები. გარდა ქართული სამთავრობო წარმომადგენლებისა, კონფერენციის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მთავრობის წარმომადგენლებიც. საფრანგეთის პრემიერ მინისტრის აპარატიდან ტიერი მენდონი ისაუბრებს სახელმწიფო მდივნის თვითმმართველობის რეფორმის შესახებ.

4 ივნისის რეგიონული კონფერენციის დახურვისას, მოხსენებას გააკეთებს IDFI-ს დირექტორი, ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის თანა თავმჯდომარე, გიორგი კლდიაშვილი. ის ისაუბრებს ღია მმართველობის განვითარების პროცესში მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ და წარმატებულ თანამშრომლობაზე. კონფერენციის დახურვისას დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ ასევე OGP-ის სამუშაო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები, სიტყვით ასევე გამოვლენ კიმბერლი ჯონსი (მსოფლიო ბანკი) ფრანჩესკო სეკი (UNDP) ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე) და სხვები.


საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. საქართველო რეგიონული შეხვედრის მასპინძლად მექსიკაში გამართულ OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრის დროს აარჩიეს იმ წარმატებების გამო, რასაც საქართველომ ღია მმართველობის კუთხით ბოლო წლებში მიაღწია.


საქართველომ, რომელიც ღია მმართველობის ინიციატივას 2011 წლის სექტემბრიდან შეუერთდა, განახორციელა 2012-2013 წლებზე გათვლილი პირველი სამოქმედო გეგმა და აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე და შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება. „2012-2013 წლების წინსვლის ანგარიშის“ თანახმად, საქართველომ მიიღო მაღალი შეფასება ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. ამჟამად საქართველოს მთავრობა მეორე 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში იმყოფება. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტი მუშაობს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით იქნა არჩეული OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად.

/public/upload/IDFI/OGP/FINAL Agenda_Georgia_POC_conference.2.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

5G ტექნოლოგია, რუსული დეზინფორმაცია და კორონავირუსი

27.05.2020

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი

26.05.2020

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

23.05.2020
განცხადებები

პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს კანონპროექტს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

29.05.2020

IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება

20.05.2020

IDFI-ის განცხადებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტება მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ

15.05.2020

პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

02.05.2020
ბლოგპოსტები

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ

04.05.2020

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის მიმოხილვა

03.05.2020