კონკურსის ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა მონაწილის, მერაბ მელაძის ინიციატივა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 დეკემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში გამართა კონკურსი ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა," რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: სტუდენტები დაესწრნენ ლექციას თემებზე - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში და ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს თბილისში, გაეცნენ საკანონმდებლო საქმიანობას და შეხვდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს თამარ კორძაიას.


გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში მერაბ მელაძის მიერ გამოგზავნილ ინიციატივას:


ინიციატივის სახელწოდება: პარლამენტის დეპუტატების „მარგი ქმედების კოეფიციენტი“


არსებული მდგომარეობა, პრობლემის აღწერა და ინიციატივის მიზანი: ბოლო საჯარო ინფორმაციის თანახმად საქართველოს პარლამენტის 76 დეპუტატს არცერთი ინიციატივა არ წარუდგენია. აქ არიან როგორც პარტიული სიით, ისე ის დეპუტატები, რომლებიც ხალხმა აირჩია. ეს რიცხვი კი ძალიან დიდია, რადგან პარლამენტში 150 დეპუტატია და პრობლემები და გამოწვევები კი მრავლადაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა გზა მიიღო ინფორმაცია დეპუტატების საქმიანობაზე, ეს მაინც დროში გაწელილი პროცესია, რადგან სხვადასხვა სივრცეშია განთავსებული ინფორმაცია, არ დევს ან ცარიელია ვებ-გვერდები, არ ხდება ინფორმაციის განახლება და სრულად ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველს იცოდეს დეპუტატი, რომელიც აირჩია რას საქმიანობს და რას საქმიანობდა 4 წლის განმავლობაში. ახალ საპარლამენტო არჩევნებში ხშირად ხდება ისე, რომ ძველი სახეები ისევ არიან საარჩევნო სიებში, ამიტომ კარგი იქნება შეიქმნას ვებ-გვერდი, სადაც სრულად, ერთ სივრცეში დაიდება ყველა დეპუტატის რეზიუმე, მისი საარჩევნო პროგრამა, კონტაქტი (ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი), რომელ კომიტეტში მოღვაწეობს, რომელ სამუშაო ჯგუფში იღებს მონაწილეობას, რომელი ქვეყნის მეგობრობის ჯგუფის წევრია. საიტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მუდმივ განახლების რეჟიმში განახლდეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა იყოს: რა ინიციატივები წარადგინა, რა კანონპროექტზე მუშაობდა, რა ინიციატივები წარადგინა იმისათვის რომ თავისი საარჩევნო ხედვა განეხორციელებინა, რა სიხშირით ხვდება ამომრჩეველს, რა ინიციატივები წარადგინა მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რა კანონპროექტებს დაუჭირა მხარი, რა კანონპროექტებზე და ინიციატივებზე მუშაობდა კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფებში, ასევე მონაწილეობდა თუ არა მაღალი რანგის კონფერენციებში და სამიტებში და რა შედეგით დასრულდა, მიიღო თუ არა მონაწილეობა ევროსაბჭოს გამოსვლებში და რა ინიციატივა თუ სიტყვა წარმოსთქვა, თუ არის სხვადასხვა ქვეყნების მეგობრობის ჯგუფებში რა ინიციატივები წარადგინა ამ მიმართულებით, რა პროცენტით და რა ხარისხით შესრულდა ის ხედვები, რაც მას ჰქონდა და თუ არ შესრულდა რა იყო მიზეზები. ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთ სივრცეში გაუადვილებს სქართველოს მოსახლეობას გააკეთოს არჩევანი და მიიღოს მისთვის სასურველი და სასარგებლო გადაწყვეტილება


ინიციატივის განხორციელების პარტნიორები: ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მონაცემთა ღიაობაზე და გამოცდილება აქვს მონაცემთა დამუშავებასა და გადამოწმებაზე.


ინიციატივის განხორციელების ვადები: 01/01/2016-31/08/2016


დამატებით: აუცილებლად უნდა არსებობდეს კომენტარის დატოვების ადგილი და ასვე შესაძლებელი უნდა იყოს ამ საჯარო ინფორმაციის სოციალურ ქსელებით გაზიარება.


ინდიკატორები: ინიციატივა განხორციელებული იქნება თუ ეს ყოველივე ზემოთ თქმული იქნება საჯარო, მუდმივად განახლებადი და აუცილებელი პარლამენტის თითოეული დეპუტატისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024