კონკურსის ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 დეკემბერი 2015


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში გამართა კონკურსი ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა." პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტების სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტების 50-მდე სტუდენტმა.

 

პროექტის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" ფარგლებში სტუდენტები დაესწრნენ ტრენინგს, რომელიც მოიცავდა თემებს: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში. ტრენინგს გაუძღვნენ IDFI-ს წარმომადგენლები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე და ანალიტიკოსი - თამარ იაკობიძე.

 

კონკურსის მეორე ეტაპზე სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, თბილისში. ისინი გაეცნენ პარლამენტის შენობის ისტორიას, გაიგეს ინფორმაცია კანონპროექტის მიღების პროცედურებსა და კომიტეტების საქმიანობაზე, დაათვალიერეს ფოტოგამოფენა - ,,საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში," რომელიც საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავს ეძღვნებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მუზეუმებსა და არქივებში დაცული ისტორიული დოკუმენტებისა და ფოტოების 300-მდე ექსპონატი (ასლი). ფოტოგამოფენა მოიცავდა დამფუძნებელი კრების სიების, სხდომების, წევრების ფოტოებს, კონსტიტუციისა თუ სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის ფოტოებს, ა.შ.

 

პარლამენტში ვიზიტისას სტუდენტებს შეხვდათ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ კორძაია. ქ-ნმა თამარმა მადლობა გადაუხადა IDFI-ს გაწეული საქმიანობისთვის პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაზრდის თვალსაზრისით და სტუდენტებს ესაუბრა საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერი კანონპროექტის სამიზნე ადრე თუ გვიან ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს ღია პარლამენტის მნიშვნელობა და ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, მათ შორის საკომიტეტო სხდომებზე დასწრებით, სადაც აზრის გამოხატვა შეეძლებათ როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით. დეპუტატმა სტუდენტებს განუმარტა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ეს საბჭო იქნება პარლამენტის გამჭვირვალობისა და ღიაობის მუდმივი მაკონტროლებელი ორგანო.

 

კონკურსის დასასრულს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეები საპარლამენტო ღიაობის თემატიკაზე და წარედგინათ IDFI-სთვის. ორგანიზაციამ მიღებული 15 ინიციატივიდან 5 საუკეთესო გამოავლინა, რჩეული ინიციატივის ავტორი ნანა ბაგალიშვილი დაჯილდოვდა ქინდლით, ხოლო დანარჩენი 4 გამარჯვებული - თემურ იკოშვილი, ანი ხაჩიძე, მერაბ მელაძე და გიორგი ცეცხლაძე - წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერებით. კონკურსანტებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადასცეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, UNDP-ს თბილისის ოფისის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ, ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის მენეჯერმა სოფი გერიშიმ და საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფები განიხილავენ გამარჯვებული ინიციატივის გათვალისწინებას შემდეგ სამოქმედო გეგმაში.

 

 

რჩეული ინიციატივა ეხებოდა შემდეგ საკითხებს: დეპუტატის ყოველთვიური შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მოსახლეობასთან, რომელ მუნიციპალიტეტსაც პარლამენტში წარმოადგენს, ხოლო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის YouTube-ზე განთავსება. ასევე, დეპუტატის აპარატის მიერ Facebook-ის შექმნა, სადაც რეგულარულად დაიწერება პარლამენტარის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობის შესახებ, განთავსდება ანონსები დაგეგმილ შეხვედრებზე და გაკეთდება თემატური გამოკითხვები. პლატფორმის ,,ჩემი ხმა პარლამენტარს" შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ონლაინ რეჟიმში მაჟორიტარისთვის შეკითხვების დასმას, ხოლო პარლამენტი ყოველი თვის ბოლოს წაახალისებს 5 პარლამენტარს, რომელმაც ყველაზე მეტ შეკითხვას ყველაზე დროულად უპასუხა.

 

ერთ-ერთი გამარჯვებულის იდეა გვთავაზობს პარლამენტის კომიტეტების სხდომების რეგიონებში გამართვას, სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კომიტეტის საქმიანობის გაცნობა, შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა და ახალი გამოწვევების განხილვა. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს მათთვის პრობლემატური საკითხების წინ წამოწევას და ეს პროცესი ხელს შეუწყობს ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას, მაქსიმალურად აამაღლებს მათ ჩართულობას საპარლამენტო პროცესში და გააძლიერებს საპარლამენტო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობას.

 

ასევე, კონკურსის შედეგად მიღებული ინიციატივები ეხებოდა სოციალური ვებ-პლატფორმის შექმნას, რომელზეც სპეციალურად ქართველი ბლოგერებისთვის იმუშავებს კატეგორია ,,ღია მმართველობის" ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ვებ-გვერდზე სტუდენტების მიერ შექმნილი ესსეები გამოქვეყნება პარლამენტარიზმის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზების შესახებ, ა.შ.

 

ერთ-ერთი გამარჯვებული გვთავაზობს ვებ-გვერდის შექმნას, სადაც განთავსდება ყველა დეპუტატის რეზიუმე, საარჩევნო პროგრამა, კონტაქტი (ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი), რომელ კომიტეტში მოღვაწეობს, რომელ სამუშაო ჯგუფში იღებს მონაწილეობას, რომელი ქვეყნის მეგობრობის ჯგუფის წევრია, რა კანონპროექტზე მუშაობდა, რა ინიციატივები წარადგინა იმისათვის რომ თავისი საარჩევნო ხედვა განეხორციელებინა, რა სიხშირით ხვდება ამომრჩეველს, რა ინიციატივები წარადგინა მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რა კანონპროექტებს დაუჭირა მხარი, რა კანონპროექტებზე და ინიციატივებზე მუშაობდა კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფებში, ასევე მონაწილეობდა თუ არა მაღალი რანგის კონფერენციებში და სამიტებში და რა შედეგით დასრულდა, მიიღო თუ არა მონაწილეობა ევროსაბჭოს გამოსვლებში და რა სიტყვა წარმოსთქვა, რა პროცენტით და რა ხარისხით შესრულდა ის ხედვები რაც მას ქონდა და თუ არ შესრულდა რა იყო მიზეზები.


კონკურსის მონაწილეს ეკუთვნის იდეა სკოლის მოსწავლეების ჩართვაზე საკანონმდებლო საქმიანობის ცოდნის გაღრმავება - გაცნობიერებაში და ამ მიზნით ყოველ ძირითად პლენარულ სხდომაზე რომელიმე რეგიონის მოსწავლეების დასწრება, ისევე როგორც სკოლებში შესაბამისი ლექციების წაკითხვა, რათა ხელი შეეწყოს პარლამენტის პოპულარობასა და მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდას.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საკანონმდებლო ღიაობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების გამართვას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024