კვლევის პრეზენტაცია პარლამენტში - საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობის პარტნიორობა 1 მაისი 2015

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტს.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ქუთაისში, 30 აპრილს, შედგა ინტერფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის წევრი და ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში შექმნილი სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი გუგული მაღრაძე.


შეხვედრის მონაწილეებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა გააცნო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა - "საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში."

 

შეხვედრის მონაწილეებს, IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა გააცნო ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევა - "საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში". კვლევა მიზნად ისახავს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრ ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე არსებული ვალდებულებების შესახებ. კვლევა მომზადებულია OGP-ის წევრ სახელმწიფოთა სამოქმედო გეგმებისა და „ღია მმართველობის გზამკვლევის“ საფუძველზე.


ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ჩატარებული კვლევის ძირითად საკითხებზე და მიგნებებზე გაუმახვილა ყურადღება. კერძოდ, კვლევიდან იკვეთება საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მქონე სახელმწიფოები, მაგალითად, ისეთი ქვეყნები როგორიცაა ხორვატია, საბერძნეთი, ნიდერლანდების სამეფო, ჩილე და ამერიკის შეერთებული შტატები. მათ მიერ აღებული ვალდებულებები გულისხმობს საკანონმდებლო პროცესის ელექტრონულ დოკუმენტირებას, კანონპროექტების ადვილად აღსაქმელ ფორმატში გამოქვეყნებას და მოქალაქეების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერებას. 

კვლევის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ OGP-ის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციური მიდგომების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის მიმართულებით. მაგალითად, აქვეყნებენ საკანონმდებლო მასალებს დამუშავებად ციფრულ ფორმატში, მოქალაქეებს შეუძლიათ კანონპროექტებზე კომენტარის გაკეთება სხვადასხვა ელექტრონული საშუალებისა და ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. გამოვლინდა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრი ქვეყნები საპარლამენტო ღიაობას აღიქვამენ მოქალაქეების მიერ პარლამენტის მიმართ ნდობის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ საფუძვლად.


პრეზენტაციის ბოლოს, ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს IDFI-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციები გააცნო. რეკომენდაციები მოიცავს - საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით კანონპროექტზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას, ელექტრონული კონსულტაციების პრაქტიკის დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დოკუმენტაციაზე წვდომის გაადვილებას, ელექტრონულ პეტიციების სისტემის დანერგვას, ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხების განხილვაში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმის შემუშავებას, დოკუმენტების თარგმნას ეთნკური უმცირესობის ენებზე და სხვა საკითხებს.


პრეზენტაციის შემდეგ, კვლევასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს შეხვედრის მონაწილეებმა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ქალბატონმა გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა ასეთი კვლევების ჩატარების მნიშვნელობას. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ეს კვლევა დაეხმარება ინტერფრაქციულ ჯგუფს და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფს, რომ გაეცნონ სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას. ქალბატონმა გუგულიმ ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარის დატოვების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე, რისი დანერგვაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში წინ წამოიწევს მოქალაქის როლი, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც ხდება ლობისტური ჯგუფების მიერ კონკრეტული კანონპროექტის მხარდაჭერა. ასევე, ქალბატონმა გუგულიმ ხაზი გაუსვა კანონების შინაარსის მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომობის საკითხს, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კანონის წაკითხვა ყველასთვის ადვილი არ არის და აუცილებელია კანონების მარტივ და ადვილად გასაგებ ენაზე წარმოდგენა. ასევე, მან აღნიშნა ელექტრონული კონსულტაციების და საპარლამენტო დოკუმენტაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ბატონმა გიორგი კახიანმა განსაკუთრებით გამოყო ელექტრონული პეტიციების როლი მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით მეტი ინფორმაცია ითხოვა. მან ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივების და საკანონმდებლო წინადადებების როლის გააქტიურებას. IDFI-ის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა მოიყვანა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც ცდილობენ ეფექტურად გადაჭრან პარლამენტის საკანონმდებლო ენასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ისაუბრა ფინეთის და გერმანიის გამოცდილებაზე პეტიციების მიმართულებით.


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელმა ქალბატონმა თამარ სართანიამ და დირექტორმა ქალბატონმა ლაურა თორნტონმა ხაზი გაუსვეს პარლამენტის სხდომათა ღიაობასთან დაკავშირებით შიდა რეგულაციების დახვეწის აუცილებლობას. კერძოდ, აღნიშნული მეტ შესაძლებლობებს მისცემს მოქალაქეებს დაესწრონ პარლამენტის სესიებს და კომიტეტის სხდომებს და წამოაყენეს ინიციატივა, რომ ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა იმსჯელოს აღნიშნული რეგულაციების დახვეწაზე.

 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ბატონმა ვაჟა სალამაძემ ხაზი გაუსვა 2013 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული „თანამშრომლობის მემორანდუმის“ მნიშვნელობას. კერძოდ, აღნიშნული მემორანდუმის თანახმად პარლამენტი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები თანხმდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის ერთიან პოლიტიკაზე. ასევე აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებულია ღიაობის ხელშეწყობის სხვადასხვა სტანდარტი. ბატონმა ვაჟამ აღნიშნა, რომ დასახელებული მემორანდუმი უნდა განვიხილოთ როგორც საპარლამენტო ღიაობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი.


შეხვედრის დასასრულს, ინტერფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მომავალი შეხვედრების ფორმატზე და უშუალოდ ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის” შემუშავების საკითხებზე. 

 

იხილეთ ფოტო ალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

არქივების შეფასება პოსტ საბჭოთა სივრცეში: საქართველოს გამოცდილება

19.02.2020

კონფერენცია - ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტ კომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში

17.02.2020

IDFI-მ სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

17.02.2020

ღია მონაცემების სახელმძღვანელო

17.02.2020
განცხადებები

კოალიცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

14.02.2020

კანონპროექტი „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ და მასთან დაკავშირებული საფრთხეები

12.02.2020

კოალიცია მედია ადოკატირებისათვის „TV პირველის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს საგანგაშოდ მიიჩნევს

10.02.2020

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ითხოვს

30.01.2020
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019