საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობის შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ივნისი 2015

2015 წლის 3-4 ივნისს საქართველომ უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP) ევროპულ რეგიონულ კონფერენციას. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინოვაცია და ანგარიშვალდებულება OGP-ში, მთავრობის შიგნით კოორდინირება ღია მმართველობისთვის, ელ-მმართველობა – ელ. სერვისების და ღია მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა, საკანონმდებლო ღიაობა, საზოგადოების ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, OGP-ს სამუშაო ჯგუფები, სახელმწიფოს პირდაპირი მხარდაჭერა და სხვა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში OGP-ის წევრი ევროპული ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონული კონფერენცია გახსნა ხელისუფლების სამივე შტოს ხელმძღვანელმა პირმა. სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა: „სახელმწიფო მმართველობა უნდა იყოს ღია მოქალაქეებისთვის და ჩვენ, ვისაც მონდობილი გვაქვს საზოგადოებრივი საქმეების გადაწყვეტა, ყოველთვის უნდა ვგრძნობდეთ თავს ანგარიშვალდებულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და უნდა ვცდილობდეთ არა მხოლოდ მათ ინფორმირებას, არამედ მათ ჩართვას მმართველობის პროცესში. ამასთანავე, ჩვენმა საკუთარმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ კანონების მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დამკვიდრდეს რეალურ პრაქტიკაში. ამიტომაც მეამაყება, რომ ვარ იმ პოლიტიკური ძალის და ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ბოლო ხანებში ამ მიმართულებებით განსაკუთრებული და ეფექტური ნაბიჯები გადადგა და დღეს, ჩვენი შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფო, მოწინავე სახელმწიფოებს შორის იმყოფება.

 

ცხადია, ეს პროცესი ვერ დარჩებოდა პარლამენტის ყურადღების მიღმა და კმაყოფილებით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ იმ ინიციატორთა შორის, ვინც 2014 წელს სანტიაგოში გამართულ ფორუმზე გააჟღერეს საპარლამენტო და საკანონმდებლო საქმიანობის ღიაობის ახალი ინიციატივა, რომელიც ორგანულად უერთდება ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესს მთელ მსოფლიოში“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში არაერთი ღონისძიება გატარდა და მთავრობის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმას, უახლოეს პერიოდში, პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაემატება, რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფი აქტიურად მუშაობს.

 

ღია მმართველობის პრინციპების დასანერგად 2015 წლის თებერვალში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი. ინტერფრაქციულ ჯგუფში გაერთიანებულია 11 პარლამენტის წევრი. ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ფარგლებში, ინტერფრაქციული ჯგუფი თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

საქართველოს პარლამენტსა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს პარლამენტი შეუერთდა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას, ჩატარდა ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სამი შეხვედრა, შემუშავდა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის პირველადი რედაქცია და დაიწყო შეხვედრები მოქალაქეებთან სამოქმედო გეგმაში შემავალი საკითხების განხილვისა და საპარლამენტო ღიაობის საკითხის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით. უახლოეს მომავალში, ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი აპირებს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხილვის მიზნით მოქალაქეებთან შეხვედრების და კონსულტაციების ფორმატის გააქტიურებას.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024