საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 აპრილი 2015

27 აპრილს 14:00 საათზე, გაეროს სახლში ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.


შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში (OGP) საქართველოს პარლამენტის როლის გაზრდის და საქართველოში საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობის საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რეკომენდაციებზე, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ შემუშავების პროცესში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას საპარლამენტო ღიაობისა და ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ მიმართებაში. 


საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ მეშვეობით (რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება). პროექტი ხორციელდება საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხუთშაბათს, 30 აპრილს ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ასევე, იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას.

 

იხილეთ ფოტო ალბომი 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024