საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ინტერ-ფრაქციული ჯგუფის მიერ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 ივლისი 2015

10 ივლისს ინტერფრაქციული ჯგუფის მეხუთე შეხვედრაზე „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ დამტკიცდა.


სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 18 ვალდებულებას საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015-2016 წლების განმავლობაში უნდა შეასრულოს.


ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა, გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ ჯგუფის წევრმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, სადაც გათვალისწინებულია არაერთი პუნქტი, რომელმაც პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილა ინტერფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესი და ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა პარლამენტს. 


ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მიღების შემდეგ, სამოქმედო გეგმა გაეგზავნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს შემდგომი დამტკიცების მიზნით.


„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ მომზადდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აქვს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა მიღებული. ამ სამოქმედო გეგმის დამტკიცებით საქართველო საპარლამენტო ღიაობის მიმართულებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდება.


ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანებით. ინტერფრაქციული ჯგუფი შედგება საქართველოს პარლამენტის 11 წევრისგან: გუგული მაღრაძე, თამარ კორძაია, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, დავით ჭავჭანიძე, გოჩა ენუქიძე და კახაბერ ოქრიაშვილი.


საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ მეშვეობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024