ღია მმართველობის პარტნიორობის საძიებო სისტემა - OGP Explorer

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 ოქტომბერი 2015

ღია მმართველობის პარტნიორობამ შექმნა ვალდებულებების საძიებო ელექტრონული სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ამარტივებს წვდომას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ შეგროვებულ ვრცელ მონაცემებზე.


OGP საძიებო სისტემა არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთად მოუყაროს თავი როგორც უკვე შესრულებულ, ისე განხორციელების პროცესში მყოფ ყველა ვალდებულებას. ამჟამად, საიტზე უკვე 2000-ზე მეტი ვალდებულებაა დეტალურად განთავსებული. მათი ნაწილი IRM-ის (ღია მმართველობის პარტნიორობის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმი) მიერ არის შეფასებული.


აღნიშნული ელექტრონული სერვისი მდიდარია მონაცემთა ვიზუალიზაციის საშუალებების თვალსაზრისითაც. მონაცემების ნახვა შესაძლებელია გრაფიკული გამოსახულებებისა და ცხრილების მეშვეობით, რაც აადვილებს ქვეყნის მიერ OGP ვალდებულებების შესრულების შეფასებას, ძველი და ახალი ვალდებულებების გარჩევას, ქვეყნების და შემდგომ მათი დაჯგუფების მეთოდის შერჩევას.


მონაცემების გრაფიკული ხედით წარმოდგენისას, ინფორმაცია მეტად დინამიკური და ეფექტური ფორმითაა წარმოდგენილი. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია გრაფები მნიშვნელობის ან შესრულების თარიღის მიხედვით დაალაგოს. ასევე, შესაძლებელია მონაცემების კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით დალაგება.


ინფორმაციის ცხრილის სახით წარმოდგენისას კი, გაცილებით მარტივია ქვეყნების OGP საქმიანობაში ჩართულობის შეფასება, რადგან ცხრილში უკეთესად არის გამოხატული სამოქმედო გეგმები, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგები.


საძიებო სისტემის მეშვეობით მოძიებული ინფორმაციების გადმოწერა CSV (Comma-separated values) ფორმატშია შესაძლებელი, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გამოიყენონ მოძიებული ინფორმაცია საკუთარ მოხსენებებსა თუ კვლევებში.


OGP-ის საძიებო სისტემა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონული ბმულზე: http://www.opengovpartnership.org/explorer/landing.


ღია მმართველობის პარტნიორობის მიხედვით, ეს არის პროექტის პირველი ეტაპი და მზად არიან კიდევ უფრო დახვეწონ საძიებო სისტემა ახალი ფუნქციებისა და ცვლილებების დამატებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024