ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა საქართველოში წარმატებით დასრულდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 ივნისი 2015

საქართველო 2015 წლის 3-4 ივნისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP) ევროპის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს OGP-ის წევრი ევროპული ქვეყნების სამთავრობო წარმომადგენლები ეწვივნენ. მათი შეკრების მთავარი მიზანია ერთმანეთს გაუზიარონ OGP-ის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და შეძენილი გამოცდილების გაზიარება, ასევე სამთავრობო რეფორმატორთა ფართო ქსელის შექმნისთვის საფუძვლის ჩაყრა, ღია მმართველობის პარტნიორობის რეფორმების უკეთ განხორციელების მიზნით.

 

ევროპის რეგიონული ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა 3 ივნისს, თბილისსი, ექსპო ჯორჯიაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო IDFI-ის დირექტორი, ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის თანა-თავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი, რომელიც 4 ივნისს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

 

OGP-ის დირექტორის მოადგილემ, ჯო პაუელმა შეხვედრა დადებითად შეაფასა. მან თავის წერილში, რომელიც OGP-ს ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა გიორგი კლდიაშვილის სიტყვები მოიშველია. „ღია მმართველობა არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები ჩვენთვის - ეს არის შესაძლებლობა და რეალობა, ჩვენი შვილების და შემდეგი თაობების მომავალი გავხადოთ უკეთესი.“ - აღნიშნა კლდიაშვილმა OGP-ს ბლოგისთვის მიცემულ ინტერვიუში „ღია მმართველობის სახეები- გიორგი კლდიაშვილი“

 

3 ივნისის შეხვედრა გახსნეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონმა და სხვებმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ღია მმართველობის მნიშვნელობას დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება დავით უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, მთავრობა ყოველთვის უნდა ცდილობდეს არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ მოსახლეობის ჩართვას მმართველობით პროცესში.

 

ნინო გვენეტაძის გამოსვლა მართლმსაჯულების სისტემას ეხებოდა. მან ხაზი გაუსვა მიუკერძოებელი, კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების დამკვიდრებისა და საზოგადოებრივი ნდობის გაღვივების მნიშვნელობას. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, OGP-ის რეგიონული შეხვედრის საქართველოში ჩატარება იმ რეფორმების შედეგია, რაც მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაატარა.

 

კონფერენციის გახსნის ცერემონიის შემგომ დელეგატებმა სამუშაო სესიები დაიწყეს. 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა სამთავრობო უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

4 ივნისს, შეხვედრის მეორე დღის დასკვნით ნაწილში სიტყვით გამოვიდა გიორგი კლდიაშვილი, რომელმაც ღია მმართველობის განვითარების პროცესში მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნულ პანელს მოდერატორობას უწევდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. გიორგი კლდიაშვილთან ერთად, დასკვნით ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ OGP-ის სამუშაო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის კიმბერლი ჯონსი (მსოფლიო ბანკი), ფრანჩესკო სეკი (UNDP), ევა ბიუსლინქი (OECD), სტივენ ჰეიკენი (USAID), ჯოზეფ პაუელი (OGP-ის დირექტორის მოადგილე) და სხვები.

 

ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ინოვაცია და ანგარიშვალდებულება OGP-ში, მთავრობის შიგნით კოორდინირება ღია მმართველობისთვის, ელ-მმართველობა - ელ. სერვისების და ღია მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა, ღია მმართველობის განვითარება, მომავალი მმართველობის და საზოგადოების მოდელი, საზოგადოების ჩართულობა, საკანონმდებლო ღიაობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, OGP-ს სამუშაო ჯგუფები და სხვა.

 

საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. ის რეგიონული შეხვედრის მასპინძლად მექსიკაში გამართულ OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრის დროს აარჩიეს იმ წარმატებების გამო, რასაც საქართველომ ღია მმართველობის კუთხით ბოლო წლებში მიაღწია.

 

იხილეთ ფოტო ალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024