ღია მმართველობის პარტნიორობამ OGP-ის წევრი ქვეყნების საუკეთესო სახელისუფლებო გუნდის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 ოქტომბერი 2015

2015 წლის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო სახელისუფლებო გუნდის გამოვლენა (the OGP Government Champions Award). კონკურსის მიზანია სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევის წარმოჩენა.


ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდო გადაეცემა იმ გუნდს, რომელმაც პასუხისმგებლობის და უფლებამოსილების თანაბრად გადანაწილება და სამოქმედო გეგმის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავება მოახერხა. ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდო განკუთვნილია იმ გუნდისთვის, რომელმაც მიუხედავად განსახორციელებელი საკითხების სირთულისა წარმატებით მოახერხა სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივების და რეკომენდაციების სამოქმედო გეგმაში იმპლემენტირება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული სამუშაო ჯგუფი წარადგინა, რომელიც 11 პარლამენტარისგან შედგება და როგორც უმცირესობის ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს მოიცავს.


აღსანიშნავია, რომ ინტერ-ფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა აქტიურად ითანამშრომლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამოქმედო გეგმაში ასახა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივები. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს და ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც არის მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები, და ანგარიშვალდებულება. სამოქმედო გეგმის შემუშავებით და დამტკიცებით ინტერ-ფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა თავი დაიმკვიდრა OGP-ის იმ წევრ ქვეყნებს შორის, რომელთაც შემუშავებული აქვთ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა.


ინტერ-ფრაქციული ჯგუფისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის წარმატების ერთ-ერთი ნიშანი იყო ასევე 15-16 სექტემბერს გამართული ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.
ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის მიმართ, შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს - https://review.wizehive.com/voting/ogp-champions.

 

აღნიშნულ ვებ-გვერდზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 15-დან 27 ოქტომბრამდე. გამარჯვებული გუნდი კი დასახელდება მეხიკოში, 27 ოქტომბერს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, რომელიც გაიმართება მექსიკის 2015 წლის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024