საპარლამენტო ღიაობის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 მაისი 2015

20 მაისს გაიმართა საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით. შეხვედრა ხორციელდებოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში „საქართველოს პარლამენტის ჩართულობის” მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომლის ინიციატორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

 

შეხვედრაზე, რომელსაც IDFI-ს გამგეობის თავჯდომარე ლევან ავალიშვილი უძღვებოდა, განხილული იყო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, რომელიც უნდა შემუშავდეს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისთვის.

 

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ განიხილა რეკომენდაციები პარლამენტის ღიაობის დეკლარაციასთან მიმართებაში. მან აგრეთვე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს გააჩნია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში.

 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვაჟა სალამაძემ ისაუბრა ვალდებულებებზე, რომელიც უნდა აიღოს საქართველოს პარლამენტმა. „ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას და ჩართულობას“, აღნიშნა მან.


IDFI-მ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც მოიცავს: პარლამენტისათვის ელექტრონული პეტიციის (როგორც განცხადებები, ისე საკანონმდებლო ინიციატივები) წარდგენის დანერგვას პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით; ელექტრონული კონსულტაციების სისტემის შემუშავებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს კონსულტაციები გაუწიოს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს კანონპროექტებთან დაკავშირებით; საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მოქალაქეების ჩართულობასდა სხვა.


ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა გაიმართება23 მაისს, ყაზბეგში. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები წარადგენენ რეკომენდაციებს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისთვის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024