პროექტის მედია გაშუქება - ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა

IDFI მედიაში 15 ოქტომბერი 2015

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით იქნა არჩეული OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად. 2014 წლის დეკემბრიდან IDFI ახორციელებს პროექტს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობა, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა OGP-ში პარლამენტის აქტიური ჩართულობის გზით.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები სისტემატურად შუქდება სხვადასხვა მედია საშუალების მიერ.

 

27 ოქტომბერს საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award). დაჯილდოების ცერემონია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, OGP-ის სამოქალაქო დღეზე გაიმართა, რომელიც 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური, სამიტის ფარგლებში ჩატარდა.

 

14-15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში უმასპინძლა საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას, თემაზე: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები."

 

30 აპრილს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობა პარტნიორობას შეუერთდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი (7:13დან). მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს არის ახალი პერსპექტივებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ პერსპექტივების მაქსიმალურად გამოსაყენებლად არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტი ერთობლივად იმუშავებს.


აღნიშნულ ფაქტზე გამოქვეყნდა სტატია newsday.ge - ს მიერ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნება საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის და წარედგინება პარლამენტს განსახილველად.


14 მაისს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის, ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით. შეხვედრას IDFI-ის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები და საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მოქმედი ხელმძღვანელი, გუგული მაღრაძე ესწრებოდნენ. პირველი შეხვედრა რეგიონულმა ტელევიზიამ, "რიონმა" გააშუქა. ასევე, გამოქვეყნდა სტატია edu.aris.ge-მ, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მიეცათ საშუალება ღიად ესაუბრათ საკუთარი სოციალური ჯგუფის პრობლემებზე.


3-4 ივნისს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP) ევროპულ რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობდა. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს მოვლენა აქტიურად მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ესწრებოდა.


ჯერ კიდევ რეგიონული შეხვედრის მზადების პროცესში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც IDFI-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ ღია მმართველობის საქართველოს ფორუმი არის საუკეთესო დიალოგის ფორმატი, რომელიც OGP-იმ აღიარა და დასძენს, რომ მისი საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.


რუსთავი 2-ის სიუჟეტში გიორგი კლდიაშვილი ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე მუშობის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, ვინაიდან ეს კანონი საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ნაწილია.


რეგიონულ შეხვედრაზე, გიორგი კლდიაშვილი მაესტროს IDFI-ის მიერ გამოქყვეყნებული კვლევის "გამჭვირვალობის ხარისხი კვლავ გაუარესდა" შედეგებზე ესაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ გამჭვირვალობის მაჩვენებლები მომავალში გაუმჯობესდება.


ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრის დახურვის შემდეგ, 5 ივნისს, რადიო თავისუფლების ეთერში სტუმრად იყო მიწვეული გიორგი კლდიაშვილი. მან ისაუბრა ღონისძიების ფორმატის, მიზნებისა და დანიშნულების შესახებ. მან მსმენელს განუმარტა, თუ რას ნიშნავს ღია მმართველობა. კლდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ამ კუთხით. 


ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრას აშუქებდნენ ონლაინ გამოცემებიც.


radiotavisfleba.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც განმარტებულია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. საქართველო რეგიონული შეხვედრის მასპინძლად მექსიკაში გამართულ OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრის დროს აარჩიეს იმ წარმატებების გამო, რასაც საქართველომ ღია მმართველობის კუთხით ბოლო წლებში მიაღწია. ასევე, სტატიაში თავმოყრილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კლდიაშვილის კომენტარები.

 

ოდნავ მოგვიანებით, 17 ივნისს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა. აღნიშნული გეგმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და წარედგინა პარლამენტს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი, პროექტის კოორდინატორი დავით მაისურაძე და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი. ინტერფრაქციული ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ სიუჟეტები გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და რუსთავი 2-ის ეთერში, ასევე დეტალებზე დაიწერა სხვადასხვა მაედია საშუალების ვებგვერდებზე.


vinews.ge-ს სტატიაში საუბარია სამუშაო გეგმაში შემავალ რეკომენდაციებზე, რომელთა მიზანია გაუმჯობესდეს და უფრო ეფექტური გახდეს ხელისუფლების, კონკრეტულ შემთხვევაში კი პარლამენტის ურთიერთობა, საზოგადოებასთან და გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობის ხარისხი პარლამენტის საქმიანობაში.


სტატიას ავრცელებს interpressnews.ge-იც, რომლის სტატიაშიც ვკითხულობთ: "სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ პარლამენტის ვებგვერდზე საკანონმდებლო დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსებას გულისხმობს. ამ ვალდებულების ამოქმედება ყველა სუბიექტს დაავალდებულებს, რომ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, რაც დაინტერესებულ პირთათვის საკანონმდებლო დოკუმენტაციაზე მუშაობის პროცესს გაამარტივებს".


ipress.ge-ის სტატიაში შეხვედრის დეტალებია განმარტებული და ნათქვამია, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას“ დაამტკიცებს 10 ივლისს, ქუთაისში.


10 ივლისს, საქართველოს პარლამენტში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა მართლაც დაამტკიცეს. ამის შესახებ მედიასაშუალებებმა: georgianpress.ge-მ, infocaucasus.ge-მ, obieqtivi.net-მა, imedi.fm-მა გაავრცელეს ინფორმაცია.

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024