IDFI-ის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

სიახლეები | ტრენინგები | სტატია 21 აგვისტო 2015

2015 წლის, 20 აგვისტოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა გოგა თუშურაშვილმა და იურისტმა ნინო მერებაშვილმა ჩაატარეს ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის რეგიონებიდან. ტრენინგის თემები იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღია მმართველობის პარტნიორობა, ინფორმაციის პროაქტიული გამჭვირვალობა და სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო მონიტორინგი.


ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო ინიციატივის „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ფარგლებში.


IDFI-ის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. მათ ასევე ისაუბრეს „ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP)“ შესახებ. აუდიტორიას გააცნეს მისი მუშაობის მექანიზმები, ისაუბრეს ცვლილებებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც განხორციელდა მას შემდეგ, რაც საქართველო OGP-ს შეუერთდა.


ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოსახლეობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას, ბიბლიოთეკარების შესაძლებლობების ამაღლებას ელექტრონული მმართველობის და ტექნოლოგიების ფართო გამოყენების რეგიონულ დონეზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას OGP-ის ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს საჯარო ბიბლიოთეკების მოდერნიზება და შესძინოს მათ საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქცია. ეს გულისხმობს არა მარტო მათ განახლებას, თანამედროვე ტექნიკით უზრუნველყოფასა და ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებას, არამედ, უპირველესად, ადამიანური რესურსის გადამზადებას, რათა მათ სრულყოფილი მომსახურება შესთავაზონ მოსახლეობას რეგიონებში.


IDFI 2011 წლიდან შეუერთდა ღია მმართველობა პარტნიორობას, ხოლო უკვე მეორე წელია, რაც მისი მმართველი კომიტეტის წევრია. ინსტიტუტი არა მხოლოდ OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მონიტორინგს ახორციელებს, არამედ იგი აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, რათა მიღწეულ იქნას საერთო მიზანი.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024