ბრძანებას საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ხელი მოეწერა

სიახლეები 2 ივლისი 2014

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი შეიმუშავა. ამ საკითხში საბჭოს მნიშვნელოვანი დახმარება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაუწია, რომელთანაც საბჭომ 2014 წლის 24 ივნისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის საკითხზე დიდი ხანია მუშაობს


ახალი წესის მიხედვით, ნებისმიერ პირს ექნება საშუალება უშიშროების საბჭოს აპარატიდან გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ, ის ასევე განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის აპარატის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

ასევე, შემუშავებული სტანდარტის მიხედვით, უშიშროების საბჭო იღებს ვალდებულებას, პროაქტიულ რეჟიმში, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა ხელფასების, სამივლინებო, საკომუნიკაციო და სხვა ხარჯების შესახებ.


საბჭოს მიერ შემუშავებული ეს წესი ყველა საჯარო დაწესებულებისთვის სამაგალითოა და საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ელექტრონული გამჭვირვალობის ყველაზე მაღალ სტანდარტს აწესებს.


დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ 2013 წლის 1 სექტემბრიდან არის ძალაში, თუმცა, IDFI-ს დაკვირვებით, ვებგვერდებზე მხოლოდ მინიმალური, დადგენილების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია თავსდებოდა. ამ საკითხის გამოსასწორებლად ორგანიზაციამ არაერთი რეკომენდაცია მოამზადა, რომლებიც 1 ივლისს მიღებულ ახალ წესში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ გათვალისწინებულია. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024