ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეგიონული შეხვედრა დუბლინში

სიახლეები 4 აპრილი 2014

 

8-9 მაისს ირლანდიაში, დუბლინში გაიმართება ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ან წევრობის კანდიდატი ევროპული ქვეყნების მთავრობების, არასამთავრობო, საერთაშორისო, რეგიონული და მულტილატერალური ორგანიზაციების, ბიზნეს-გაერთიანებებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების. ღონისძიება ასევე ღიაა მედიისთვის.

ღონისძიება მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა - ევროპის 20-მდე სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია. დუბლინის შეხვედრა ბრწყივნალე შესაძლებლობაა მინისტრებისთვის, სხვა თანამდებობის პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები იმისთვის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა გახდეს უფრო ამბიციური, რელევანტური და ქმედებაზე ორიენტირებული.

მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები. შეხვედრის დღეებში ლანჩი უზრუნველყოფილი იქნება.

ღონისძიებას უმასპინძლებს საზოგადოებრივ-სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების დეპარტამენტი. შეხვედრა ორდღიანია და შედგება პლენარული სხდომისგან და მცირე სამუშაო ჯგუფების სესიებისგან. დღის წესრიგი მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე.  თუკი დასწრების მუსრველთა რაოდენობა დაშვებულს გადააჭარბებს, მოხდება გამჭვირვალე შერჩევის პროცესი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ დელეგატს შესაძლოა დასჭირდეს ვიზა. სავიზო აპლიკაცია დუბლინში გამომგზავრებამდე 6-8 კვირით ადრე უნდა ჩაბარდეს.

მთავრობის წამომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ ცალკე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: ogpdublin2014@per.gov.ie სხვა დანარჩენი მსურველი კი ამ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024